Სუნთქვა

Სუნთქვა, აზროვნება და შეგრძნებები ერთმანეთს ავტონომიური ნერვული სისტემის მეშვეობით უკავშირდება. 

ემოციური რეგულაცია და უსაფრთხოების განცდა სწორედ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ჩვენი გულისცემა და სუნთქვა ერთმანეთთან ჰარმონიაშია, რაშიც ვაგუსის ნერვი გვეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვა ავტონომიური პროცესია და ჩვენი ცნობიერი ყურადღების გარეშე მიმდინარეობს, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისუნთქოთ გაცნობიერებულად, რაც შესაძლოა:

  • დაგვეხმაროს სიმშვიდის მოპოვებაში;
  • აგვავსოს ენერგიით;
  • გაზარდოს ყურადღების კონცენტრაციისა და სიფხიზლის უნარი;
  • გააქტიუროს ჩვენი სოციალური ჩართულობის სისტემა.

დიაფრაგმა ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთია სუნთქვის პროცესში.

სუნთქვის ყოველი ციკლით დიაფრაგმა იცვლის ფორმას.

ჩასუნთქვისას მისი კუნთები იკუმშება და ბრტყელდება, ფილტვები კი ათავისუფლებს სივრცეს მეტი ჰაერისთვის.

ამოსუნთქვისას დიაფრაგმის კუნთები დუნდება, რაც ხელს უწყობს ჰაერის გამოდევნას. 

როდესაც დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება:

  • მძიმე საგნების ასაწევად;
  • ვარჯიშის დროს;
  • შებრძოლებისა და გაქცევის მდგომარეობაში

ჩვენი სუნთქვა მუცლიდან მკერდზე გადადის. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია იმ მომენტში, ხანგრძლივად გულმკერდისმიერი სუნთქვა იწვევს შფოთვასა და დაღლილობას.

მუცლისმიერი სუნთქვა კი გვეხმარება:

  • ვაგუსის ნერვის ტონუსის გაძლიერებაში;
  • სოციალური ჩართულობის სისტემის გააქტიურებაში;
  • დამშვიდებასა და მოდუნებაში.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *