აისის მიზანია ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საკუთარი ემოციების ამოცნობას, მართვასა და საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკების დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. Გზამკვლევი, მეგზური და მხარდამჭერია, თუ როგორ ამოვიცნოთ ყოფითი სირთულეები, გავაძლიეროთ ჩვენი რესურსები, ვიყოთ აქ და ამჟამად და დავუახლოვდეთ საკუთარ თავს, დავინახოთ, გავაცნობიეროთ და შევიგრძნოთ მისი მთლიანობა.