აისი
ორგანიზაციებისთვის

აისი ორგანიზაციებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს

ორგანიზაციული კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარების პროცესში და გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმატებისთვის.

  • ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციის თავისებურებები;
  • პროფესიული ურთიერთობების საზღვრები;
  • ეთიკური ნორმები;
  • ფორმალური და არაფორმალური პროცესების მონაცვლეობა;
  • ლიდერობის სტილი;
  • გუნდის შიგნით შეჭიდულობა

ეს არის ნაწილი იმ ფაქტორებისა, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზაციულ ჯანმრთელობაზე.

GCRT-ის სპეციალისტები შეაფასებენ თქვენს ორგანიზაციულ პროცესებსა და კულტურას; თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გადაწვის პრევენციის, ემოციური კეთილდღეობისა და მდგრადობის პოლიტიკას შეიმუშავებენ და დაგეხმარებიან მის დანერგვაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროფესიულ გადაწვას უწოდებს სინდრომს, რომელიც სამუშაო ადგილზე ქრონიკული, დაგროვილი სტრესის შედეგად ვითარდება.

მას ახასიათებს სამი ძირითადი განზომილება:

  • ენერგიისგან დაცლილობა და გამოფიტვის განცდა;
  • მზარდი ფსიქიკური დისტანცირება სამსახურიდან, სამსახურთან დაკავშირებული ნეგატივიზმი და ცინიზმი;
  • შემცირებული პროფესიული ეფექტურობის განცდა.

გადაწვა სპეციფიკურად პროფესიულ საქმიანობას ეხება და არ გამოიყენება ცხოვრების სხვა სფეროების შეფასებისას.

გაიგე გაქვს თუ არა პროფესიული გადაწვა 

სამოქალაქო სექტორში მომუშავე ადამიანები პროფესიული გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

GCRT გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკაზე მორგებულ პროფესიული გადაწვის პრეცენციის ტრენინგებს, სადაც მონაწილეები გაეცნობიან:

  • პროფესიული გადაწვის გამომწვევ ორგანიზაციულ და პიროვნულ ფაქტორებს;
  • გადაწვის ჩამოყალიბების დინამიკასა და თითოეულ საფეხურზე პრევენციის შესაძლო ზომებს;
  • გადაწვის გავლენას სხეულებრივ, ემოციურ, კოგნიტურ, ქცევით განზომილებებში და ურთიერთობებში მათი გამოვლენის შესახებ.

მონაწილეები:

  • დაეუფლებიან სხეულებრივი და ემოციური მდგომარეობის ამოცნობისა და მართვის ტექნიკებს;
  • გააცნობიერებენ გადაწვასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საკუთარ ბაზისურ დაშვებებსა და კოგნიტურ პროცესებს;
  • შეიმუშავებენ საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკებსა და ერთმანეთის მხარდაჭერის სტრატეგიებს.

ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, იქნება ეს ჯანდაცვა, სოციალური სამუშაო, ფსიქიკური ჯანმრთელობა თუ განათლება, ხშირად შეხება აქვთ მძიმე, ტრავმული ისტორიის მქონე ადამიანებთან, რომლებიც უამრავი მიმდინარე სირთულითა თუ სტრესორით არიან დატვირთულები.

მსგავსი სიტუაციები ხშირად იწვევს სპეციალისტებში:

  • უსუსურობის;
  • უიმედობის;
  • გაღიზიანების;
  • შიშის;
  • უსამართლობის განცდას.

შესაბამისი მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში სპეციალისტებს უვითარდებათ თანაგანცდით გადაღლის ან მეორადი ტრავმატიზაციის ნიშნები, რაც პირდაპირ აისახება მათი მუშაობის ხარისხზე.

GCRT-ის სერტიფიცირებული კლინიკური სუპერვიზორების გუნდი გთავაზობთ შემთხვევის მართვის და/ან კლინიკური სუპერვიზიის სესიებს.

სუპერვიზია ხელს უწყობს პროფესიულ რეფლექსიასა და განვითარებას, ეხმარება სპეციალისტს რთული შემთხვევების მართვაში, რაც თავის მხრივ აისახება პიროვნულ, ემოციურ კეთილდღეობაზე და ორგანიზაციის შიგნით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას.

ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც შედგება ადამიანებისგან და გუნდებისგან, ასევე, იმ თემებისგან, რომლებზეც ესა თუ ის ორგანიზაცია მუშაობს.

არსებობს ჰორიზონტალური და იერარქიული ორგანიზაციები, თუმცა მიუხედავად სტრუქტურისა, ყველა ორგანიზაციასა თუ გუნდს აქვს შიდა დინამიკა, ხილული თუ ფარული პროცესები, ორგანიზაციული ურთიერთობების და კულტურის კანონზომიერებები, რაც გავლენას ახდენს ინდივიდებისა და გუნდების ურთიერთობებზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებზე.

გუნდის სუპერვიზია გრძელვადიანი პროცესია, რომლის მეშვეობითაც უსაფრთხო და დაცულ გარემოში გუნდის წევრებს შეუძლიათ განიხილონ მათთვის მტკივნეული საკითხები და ერთობლივად მოიძიონ გამოსავალი.

GCRT-ის სერტიფიცირებული და გამოცდილების მქონე სუპერვიზორების გუნდი გაგიძღვებიან გუნდის და ორგანიზაციის განვითარების ამ საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროცესში.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: info@aisi.blog