Სუნთქვაზე დაკვირვება

მოკალათდით კომფორტულად, დასხედით სკამზე ისე, რომ ფეხები იატაკს ეხებოდეს ან წამოწექით ზურგზე

მოადუნეთ სხეული და დააკვირდით სუნთქვას

ისუნთქეთ ისე, როგორც სუნთქავთ და ნუ შეეცდებით რაიმეს შეცვლას

დააკვირდით მოძრაობასა და შეგრძნებებს სხეულში ჩასუნთქვისას, როგორ ივსება ფილტვები ჰაერით

დააკვირდით ამოსუნთქვის მომენტს ‑ რა შეგრძნებაა?

სუნთქვასთან ერთად იმოგზაურეთ სხეულში და დააკვირდით როგორი ტემპერატურისაა ჰაერი? როგორ ივსება და ცარიელდება თქვენი ფილტვები ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას.

დაუთმეთ ამ სავარჯიშოს რამდენიმე წუთი.

 

საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვება საყრდენია, რომელიც გვეხმარება:

  • ვიყოთ აწმყო მომენტში
  • თავი მოვუყაროთ ფიქრებს
  • ვკოცენტრირდეთ და შევიგრძნოთ საკუთარი მთლიანობა აქ და ახლა.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *