Ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სიამოვნების მომგვრელი მომენტებით, თუმცა ის ხშირად რჩება შეუმჩნეველი.
Სასიამოვნო მომენტების დანახვა, შემჩნევა და მათი განცდა აუმჯობესებს ჩვენი კარგად ყოფნის შეგრძნებას. Მასში მუდმივი ვარჯიში კი გვეხმარება ბედნიერების განცდაში.
ის ააქტიურებს ვაგუსის ნერვს და აუმჯობესებს სოციალური ჩართულობის სისტემის რესურსს, გვეხმარება, რომ კავშირი დავამყაროთ როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან.
Სასიამოვნო მომენტები
დღის განმავლობაში დავაკვირდეთ მომენტს, როდესაც სოციალურად ჩართულები ვართ, სადაც გვიყვარს, გვსიამოვნებს, გამოვხატავთ ემოციებს, მშვიდად ვართ და შესაძლებელია თანარეგულაცია.
ვაქციოთ ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ვივარჯიშოთ სიამოვნების მიღებასა და განცდაში.
თვალყური ვადევნოთ სასიამოვნო მომენტებს
ჩავინიშნოთ ან გავაკეთოთ ჩანახატები, დღის ბოლოს კი თვალი გადავავლოთ განვლილ დღეს და გავუზიაროთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს.
Სიამოვნების მიღება ვაქციოთ ჩვევად
შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ასეთი მომენტები ჩვეულებრივ ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მივცეთ მათ შესაძლებლობა დაგვაბრუნონ სიმშვიდის მდგომარეობაში.
გავუზიაროთ მეგობრებს ჩვენი ყოველდღიური სასიამოვნო მომენტები და ისინიც მოვიპატიჟოთ ამ გამოცდილების მისაღებად.