რა არის იმპოსტერის ფენომენი?

Ხშირად ვფიქრობთ:

  • Რომ Შექებას არ ვიმსახურებთ?
  • რა მოხდება თუ ყველა გაიგებს, როგორი არაკომპეტენტურები ვართ?
  • Რომ Რასაც სხვები ჩვენს წარმატებად თვლიან, სინამდვილეში იღბალია?
  • Რომ იცოდნენ, რას წარმოვადგენთ და რამდენად არაკომპეტენტურები ვართ, არ გვემეგობრებოდნენ?

იმპოსტერის ფენომენი საკუთარი ინტელექტუალური რესურსებისა და შესაძლებლობების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენებას და მიღწევების გარე ფაქტორებისთვის მიწერას გულისხმობს.

ასეთ დროს ვფიქრობთ, რომ:

  • არ ვიმსახურებთ შექებას;
  • არ ვართ იმდენად ჭკვიანები, ნიჭიერები ან კრეატიულები, როგორც სხვებს გონიათ;
  • ჩვენი მიღწევები და წარმატება იღბლის, გამართლების ან უბრალოდ დამთხვევების შედეგია.

ეს ფიქრები და განცდები გვიბიძგებს, რომ იდეალურად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, თუმცა დანაშაულის გრძნობა და შიშის ინტენსივობა განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როდესაც ჩვენს ძალისხმევას აფასებენ, გვაქებენ, გვანდობენ საპასუხისმგებლო საქმეს ან გვთხოვენ დახმარებას.

ასეთ დროს იქმნება მანკიერი წრე:

შიში, რომ ჩვენს „ნამდვილ სახეს“ გამოააშკარავებენ, გვიბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საქმეს, ხოლო შექება გვიმძაფრებს დანაშაულის გრძნობასა და საფრთხის მოლოდინს, რომ „ნამდვილად შეიტყობენ ჩვენი უცოდინრობის შესახებ“.

გვახსოვდეს, იმპოსტერის ფენომენი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ან დაავადება.

ბუნებრივი და ჯანსაღია თუ ვღელავთ და კრიტიკულ კითხვებს ვუსვამთ საკუთარ თავს მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას ვიღებთ, უცხო გარემოში ვხვდებით ან ვიცით, რომ ჩვენგან ბევრს მოელიან.

ვინ შეიძლება გამოსცადოს იმპოსტერის ფენომენი?

იმპოსტერის ფენომენისთვის დამახასიათებელი ნიშნები ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება გამოსცადოს.

ზედმეტად თვითკრიტიკული აზრებისა და მტკივნეული განცდების ეფექტურად მართვაში ხშირად მათ შესახებ ინფორმაციის ფლობა გვეხმარება.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ…

  • ზედმეტად მაკონტროლებელი გარემო გვქონდა ან გვაქვს ოჯახში;
  • ხშირად უარყოფდნენ ან უარყოფენ ჩვენს ინიციატივებს;
  • ოჯახის წევრებს ძალიან მაღალი მოლოდინები და მოთხოვნები ჰქონდათ ან აქვთ ჩვენ მიმართ;
  • ხშირად გვადანაშაულებდნენ, რომ არასაკმარისს ვაკეთებთ.

უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ეჭვი შევიტანოთ ჩვენს შესაძლებლობებში და უხერხულად ვიგრძნოთ თავი, როდესაც გვაქებენ.

კვლევები ადასტურებს, რომ იმპოსტერის ფენომენი ხშირად უკავშირდება დაბალ თვითშეფასებასა და პერფექციონიზმს, რაც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხსა და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე.

როგორ ვუპასუხოთ იმპოსტერის ფენომენს?

გვახსოვდეს:

  • ჩვენი ფიქრები ყოველთვის არ ასახავს რეალობას;
  • თითოეულ გამოწვევაში ძალიან დიდი რესურსია და ვეცადოთ დავინახოთ ისინი;
  • ჩვენი ძლიერი მხარეებიც იმსახურებს შემჩნევას და დაფასებას;
  • იმპოსტერის ფენომენისთვის დამახასიათებელმა აზრებმა პერიოდულად შეიძლება იჩინოს თავი, შევხედოთ მათ, როგორც ღრუბლებს ცაზე, რომლებიც მიდიან და მოდიან ისე, როგორც ჩვენი ფიქრები დღის განმავლობაში;
  • საკუთარი მცირე წარმატებაც ისე აღვნიშნოთ, როგორც ჩვენი საუკეთესო მეგობრის მიღწევებს აღვნიშნავდით;
  • შექებას იმაზე ხშირად ვიმსახურებთ ვიდრე გვგონია;
  • მოთმინებით და სიყვარულით მოვექცეთ საკუთარ თავს.

გვახსოვდეს, ჩვენ უფრო მეტი ვართ ვიდრე ჩვენი ფიქრები.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *