ერთად შევქმნათ უსაფრთხო ციფრული სივრცე

გახსენდება დღე, რომელიც ტექნოლოგიების გარეშე გაატარე, როდესაც არ შეგიმოწმებია სოციალური ქსელი ან არ დაგიტოვებია შეტყობინება მეგობრისთვის?

ციფრული ტექნოლოგიები იმდენად გახდა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომ დღეს ჩვენი ფიზიკური და ციფრული რეალობების განცალკევება კიდევ უფრო რთულია.

ტექნოლოგიებსა და ონლაინ კომუნიკაციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხსს, გვიადვილებს სწრაფ და ეფექტურ ფუნქციონირებას.

თუმცა, ციფრული და ფიზიკური რეალობების ასეთი შერწყმა მრავალი ჩვენგანისთვის შფოთვის მიზეზად იქცა.

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია თუ როგორ ამოვიცნოთ რისკები ციფრულ სამყაროში და რეაგირების რა გზებს მივმართოთ.

უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 65%-ზე მეტი აქტიურად იყენებს ინტერნეტს და არის სოციალური ქსელების მომხმარებელი.

Ბუნებრივია, რომ ფიზიკურ სივრცეში არსებულმა გამოწვევებმა ონლაინ სივრცეებშიც გადმოინაცვლა.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ახალი სირთულეებიც გააჩინა – მას ხშირად ძალადობის განსახორციელებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტადაც იყენებენ. Ძირითადი სამიზნე ქალები და გოგონები არიან. Განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ძალადობის ამოცნობა არ არის მარტივი  – ძალადობისა და თავდასხმის ინიციატორი შეიძლება ჩვენთვის უცნობი ადამიანი იყოს, ანონიმურად ან შეფარული ფორმით მოქმედებდეს. 

განცდა, რომ ჩვენს უფლებებს არღვევენ, არ არის უსაფუძვლო, ხოლო ემოციები, რომლებსაც უსამართლო და დისკრიმინაციული მოპყრობა იწვევს, მტკივნეულია. 

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია თუ როგორ ამოვიცნოთ მსგავსი შემთხვევები, რეაგირებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის რა გზებს მივმართოთ. 

Შემოგვიერთდი, ერთად შევქმნათ უსაფრთხო ციფრული სივრცე ყველასთვის!

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *