Ჩვენი ნერვული სისტემები ერთმანეთს ჩვენგან დამოუკიდებლად უგზავნიან სიგნალს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უსაფრთხოა სიტუაცია ან გარემო – ამას თანარეგულაცია ეწოდება.
თანარეგულაცია ხელს უწყობს ჩვენში თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებას.
თვითრეგულაციაა, როდესაც:
- შეგვიძლია ვიპოვოთ ბალანსი საკუთარ თავში;
- შეგვიძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა, გაცნობიერება, სახელდება და მიღება;
- ჩვენს ნერვულ სისტემას შეუძლია გავიდეს კომფორტის ზონიდან, უპასუხოს ახალ გამოწვევებს, საჭიროებებსა და სტრესულ სიტუაციებს;
- შეგვიძლია ვიყოთ აწმყო მომენტში, დავისვენოთ, მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთ მეგობრებთან ურთიერთობით.
თვითრეგულაციაა, როდესაც ვსწავლობთ გავხდეთ საკუთარი თავის მეგობარი და მოვუსმინოთ საკუთარ საჭიროებებს.