თვითრეგულაცია: როგორ გავხდეთ საკუთარი თავის მეგობარი

Ჩვენი ნერვული სისტემები ერთმანეთს ჩვენგან დამოუკიდებლად უგზავნიან სიგნალს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უსაფრთხოა სიტუაცია ან გარემო – ამას თანარეგულაცია ეწოდება.

თანარეგულაცია ხელს უწყობს ჩვენში თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებას.

თვითრეგულაციაა, როდესაც:

  • შეგვიძლია ვიპოვოთ ბალანსი საკუთარ თავში;
  • შეგვიძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა, გაცნობიერება, სახელდება და მიღება;
  • ჩვენს ნერვულ სისტემას შეუძლია გავიდეს კომფორტის ზონიდან, უპასუხოს ახალ გამოწვევებს, საჭიროებებსა და სტრესულ სიტუაციებს;
  • შეგვიძლია ვიყოთ აწმყო მომენტში, დავისვენოთ, მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთ მეგობრებთან ურთიერთობით.

თვითრეგულაციაა, როდესაც ვსწავლობთ გავხდეთ საკუთარი თავის მეგობარი და მოვუსმინოთ საკუთარ საჭიროებებს.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *