ურთიერთობები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება დამშვიდებასა და უსაფრთხოების განცდის მოპოვებაში, თანარეგულაციაში.
ამავდროულად გვიჩნდება მიკუთვნებულობის განცდა სხვა ადამიანთან, ვგრძნობთ, რომ არ ვართ მარტო ‑ ეს კი ზრდის ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხსს.
ერთად დავფიქრდეთ:
- ვინ არიან ის ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, რომლებთანაც ვგრძნობთ კავშირსა და უსაფრთხოებას?
- რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი კავშირის გასამყარებლად?
- რას შევცვლიდით ჩვენს ურთიერთობებში?
ეს სავარჯიშო მოგვცემს შესაძლებლობას ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს კავშირებზე, თვალი გადავავლოთ მათ ‑ რა მოგვწონს უკვე არსებულ ურთიერთობებში და რისი ცვლილება გვჭირდება?