ხმები ჩვენ ირგვლივ: ხმოვანი პეიზაჟი

დღის განმავლობაში ათასობით განსხვავებული ხმა გვესმის, როგორიცაა:  

  • ქალაქის ხმაური;
  • ქუჩაში მოსეირნე ადამიანების საუბარი;
  • წვიმის ან ქარის ხმა;

და ქმნის ერთგვარ ხმოვან პეიზაჟს. 

ხმები ჩვენ ირგვლივ ერთ-ერთი გზაა სამყაროს შესაგრძნობად და მასთან დასაკავშირებლად. 

დღის განმავლობაში გარკვეული დრო დავუთმოთ ჩვენი ხმოვანი პეიზაჟის გაცნობას:

  • რა ხმები ისმის ჩვენ ირგვლივ?
  • დავაკვირდეთ ბგერების მრავალფეროვნებას;
  • როგორ რეაგირებს ჩვენი ნერვული სისტემა მათი მოსმენისას;
  • როგორია ჩვენი სხეულებრივი შეგრძნებები ამ დროს.

ხმოვანი პეიზაჟები სავსეა განსხვავებული ბგერებით, რომლებსაც ხმის ნიშნები ეწოდება.

ზოგიერთი ხმოვანი ნიშანი გვეხმარება:

  • ემოციურ რეგულაციაში;
  • სიამოვნების მიღებასა და მოდუნებაში.

ზოგი მათგანი კი იწვევს:

  • შფოთვას;
  • ნერვიულობას;
  • შებრძოლებისა და გაქცევის რეაქციებს. 

დავაკვირდეთ ხმოვან ნიშნებს სხვადასხვა გარემოში. 

რომელი იწვევს ჩვენში სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას, გვაბრუნებს სოციალური ჩართულობის სისტემაში და რომელი აგზავნის სიგნალს საფრთხესთან დაკავშირებით? 

 

ხმოვანი ნიშნებისა და ხმოვანი პეიზაჟების გაცნობიერება, რომლებიც გვეხმარება სოციალური ჩართულობის სისტემის გააქტიურებაში მნიშვნელოვანი საყრდენია.

 

შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ ისეთი გარემო, რომელსაც მოაქვს უსაფრთხოების განცდა და სიმშვიდე.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *