უსაფრთხოების საიმედო საყრდენი

სახლისთვის საძირკველი, გემისთვის კი ღუზაა საიმედო საყრდენი, მაგრამ რა შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების საიმედო საყრდენი?

ხშირად, სიახლეები, ახალი გარემოებები ან სულაც გარდამტეხი მომენტები ცხოვრებაში ხელს გვიშლის დავამყაროთ კავშირი გარემოსთან და სხვა ადამიანებთან.

გვიჭირს სიამოვნების მიღება.

გულისცემა გახშირებულია და აწმყო მომენტსაც ვშორდებით.

 

იმისთვის, რომ ისევ შევძლოთ დამშვიდება, ემოციების რეგულაცია და სიამოვნების მიღება, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხოების საიმედო საყრდენი, რომელიც აწმყო მომენტში დაგვაბრუნებს. 

Როგორ ვიპოვოთ ის?

დავფიქრდეთ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ?

რა ააქტიურებს ჩვენი სოციალური ჩარტულობის სისტემას, რა გვამშვიდებს?

მოვძებნოთ ის საქმიანობა, რომელიც გვავსებს სიმშვიდით, გვაკავშირებს გარემოსთან და სხვა ადამიანებთან.

Სად ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ? ვიპოვოთ ისეთი ფიზიკური სივრცეები, რომლებიც უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.

ეს შეიძლება იყოს ჩვენი სახლი, სამეზობლო, სკოლა, სამუშაო ადგილი ან სივრცე, სადაც უბრალოდ კარგად ვგრძნობთ თავს. 

Როდის ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ? გავიხსენოთ ასეთი მომენტები და ჩამოვწეროთ. 

ერთად შევქმნათ ჩვენი უსაფრთხოების საიმედი საყრდენის რუკა.

ვიპოვოთ ჩვენთვის შესაფერისი გზა მათ გასამთლიანებლად, ჩამოვწეროთ ფურცელზე ან დავხატოთ, რომ მუდმივად გვქონდეს წვდომა მათთან.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *