როგორ ვთქვათ “არა” სამუშაო სივრცეში?

უარის თქმა ყოველთვის მარტივი არ არის.

ხშირად იმის გამო, რომ თავიდან ავირიდოთ ნეგატიური შეფასება, გული არ დავწყვიტოთ ან იმედი არ გავუცრუოთ დამსაქმებელს ან კოლეგებს, ვთანხმდებით ისეთ რამეს, რაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან სურვილებს. 

ჩვენი პასუხისმგებლობების, ღირებულებებისა და სურვილების გაცნობიერება გვეხმარება, რომ შედარებით გავამარტივოთ უარის თქმის პროცესი. 

რამდენიმე რჩევა, როგორ ვთქვათ “არა”  სამუშაო გარემოში: 

  • დავაკვირდეთ, რას ვგრძნობთ და ვეცადოთ აზრები, ემოციები და ქცევა ერთმანეთს შევუსაბამოთ;
  • როდესაც ჩვენი მიზანი “არას” თქმაა, თავი ავარიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა “არ ვიცი”, “ შეიძლება “, “ვნახოთ” და ა.შ;
  • ვეცადოთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რადგან დაძაბულობა და ბრაზი ხელს შეგვიშლის, რომ ასერტულად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რაც გაზრდის კონფლიქტის რისკს; 
  • უარის თქმის მიზეზის გააზრება  და მოსაუბრისთვის  გულწრფელად, თავის მართლების გარეშე ახსნა, რატომ ვამბობთ უარს;
  • თუ შეგვიძლია, შევთავაზოთ ალტერნატიული გამოსავალი;
  • ვეცადოთ, მკაფიოდ და თანმიმდევრულად გამოვთქვათ აზრი და ამავდროულად გავითვალისწინოთ სხვისი პერსპექტივა;
  • თავდაჯერებულობისა და კეთილგანწყობის შენარჩუნება დაგვეხმარება, ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ ისე, რომ ურთიერთობაც არ დავაზიანოთ.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ  სამუშაო ადგილზე შეგვეძლოს ვთქვათ “არა”?

  • ჩვენი შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ ღიად საუბარი გვიცავს გაუგებრობისგან, იმედგაცრუებისგან და ხშირად კონფლიქტებისგანაც კი, რადგან ამ დროს ჩვენ მიმართ სწორი მოლოდინები ყალიბდება;
  • გვეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში და საქმის შეთანხმებული ვადების შესაბამისად შესრულებაში;
  • მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვრების დაწესებისა და შენარჩუნების პროცესში; 
  • სამუშაო ადგილზე ღირებულებების შესაბამისად მოქმედება და ზოგიერთ შემთხვევაში “არას” თქმა გვიცავს სტრესისა და გამოფიტვისგან.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *