რეკომენდაციები აქციაზე ყოფნისას

აქციაზე ყოფნა თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებული გამოცდილებაა. Ზოგისთვის თუ ეს ენერგიისა და მოტივაციის შენარჩუნების წყაროა, ზოგს წარსულ სტრესულ გამოცდილებას ახსენებს ან შფოთვას აღუძრვს, რაც ბუნებრივია. 

თუ აქციაზე ყოფნისას შფოთავ, ეს ოთხი გზა დაგეხმარება:

  • დააკვირდი შენი ფეხის ტერფებს, სიმძიმე გადაიტანე ქვედა კიდურებში და იგრძენი  საყრდენი, წარმოიდგინე, რომ ხე ხარ, რომელსაც ძალიან ღრმად, დედამიწის შუაგულში აქვს ფესვები გადგმული. 
  • ეცადე მარტო არ დარჩე, გვერდით იყოლიე ადამიანი, რომელთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ, ხელი ჩაკიდე, დააკვირდი შეხების წერტილს, იგრძენი სითბო, რომელსაც შეხება ქმნის. 
  • წარმოიდგინე შენთვის უსაფრთხო სივრცე, სადაც თავს მშვიდად გრძნობ, საფუძვლიანად შეისწავლე, როგორი გარემოა, რა არის შენ გარშემო, როგორი ტემპერატურაა,  რა პოზიციაშია შენი სხეული, რა გესმის, როგორი სურნელია, დააკვირდი სხეულს, გრძნობ შვებას? 
  • მიმოიხედე, რას ხედავ შენ გარშემო, გაქვს საკმარისი სივრცე, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა? თუ არა, ისეთ ადგილას გადაინაცვლე, სადაც შეძლებ ხელები სხვასთან შეხების გარეშე გაშალო, რამდენიმე წუთით დააკვირდი სუნთქვას.

 

თუ აქციებზე აქტიურად დადიხარ, შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 

  • კარგად გამოძინება, რომ ენერგია აღიდიგნო; 
  • წყლის  საკმარისი რაოდენობით მიღება დემონსტრაციების დროს, რომ გაუწყლოების რისკები შეამცირო; 
  • კვება ნოყიერად და დაბალანსებულად, რომ ენერგიის მარაგი შეივსო და აქციაზე ყოფნისას თან იქონიო ენერგიის მომცემი წასახემსებელი (მაგ; თხილი, ჩირი, ჩურჩხელა); 
  • მოქნილობა, რომ გეგმების თუნდაც მცირე  ცვლილებამ მოტივაცია არ დაგიკარგოს; 
  • თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ,  თუ სახლში დარჩი, რადგან ენერგია აღარ გყოფნის და აღდგენისთვის დრო გჭირდება. 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *