უსაფრთხო მიჯაჭვულობა

ბავშვი დაბადებისას ავტომატურად ელის, რომ აღმზრდელი დააკმაყოფილებს მის საჭიროებებს, ამისთვის კი იყენებს ფიზიკურ სიგნალებს, როგორიცაა, მაგალითად, ტირილი, რათა აცნობოს მომვლელებს, რომ იზრუნონ მათზე და ატყობინებს, რომ ენდობა მათ.

 

მშობლები, რომლებიც ახერხებენ ბავშვის აღზრდას უსაფრთხო მიჯაჭვულობის სტილით, არ არღვევენ ამ ნდობას. 

 

არსებობს ხუთი ძირითადი პირობა, რომელიც მიჯაჭვულობას უსაფრთხოს ხდის.

 

1. ბავშვი თავს დაცულად გრძნობს

 

ჩვილისა და პატარა ბავშვისთვის უსაფრთხოება მთავარ მზრუნველ პირთან სიახლოვეს ნიშნავს, რადგან ის არის საკვების, სითბოსა და დაცვის წყარო.

საფრთხე ნიშნავს მასთან განშორებას.

განშორებისას მშობელი აძლევს ბავშვს სივრცეს სამყაროს შესაცნობად, მაგრამ რჩება საკმარისად ახლოს, რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა.

 

ეს კი ბავშვისთვის შემდეგი მესიჯის მატარებელია: “შენ უსაფრთხოდ ხარ! Შენ სიყვარულის ობიექტი ხარ!”

 

2. ბავშვი გრძნობს, რომ მას უსმენენ და აღიარებენ

 

უსაფრთხო მიჯაჭვულობისას მზრუნველ პირებს შეუძლიათ ზუსტად წაიკითხონ ბავშვის მინიშნებები და უპასუხონ მათ საჭიროებებს.

 

ბავშვები სწავლობენ, რომ როდესაც აგზავნიან სიგნალს თავიანთი საჭიროებების შესახებ, მათ შეუძლიათ ელოდონ სწრაფ, პროგნოზირებად და ზუსტ პასუხს. 

 

შედეგად ბავშვს აქვს კონტროლის განცდა საკუთარ ცხოვრებაზე – როცა ვანიშნებ, რომ მშია – მაჭმევენ, თუ ვანიშნე, რომ დავიღალე – დამაძინებენ, როცა ვანიშნებ, რომ ვნერვიულობ – ჩამეხუტებიან. 

 

3. ბავშვი გრძნობს კომფორტსა და სიმშვიდეს

 

როდესაც ბავშვი ნერვიულობს ან შეწუხებულია, მზრუნველი მას ამშვიდებს და აბრუნებს მშვიდ მდგომარეობაში. დროთა განმავლობაში კი ეს ბავშვს ეხმარება თავად შეძლოს საკუთარი ემოციების მართვა და დამშვიდება. 

 

4. ბავშვი თავს დაფასებულად გრძნობს

 

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარების საწინდარი სწორედ გრძნობაა, რომ გაფასებენ და ღირებული ხარ, რაც ადრეული ბავშვობიდან იწყება. 

 

5. ბავშვი გრძნობს მხარდაჭერას

 

ბავშვი გრძნობს მხარდაჭერას, რომ შეისწავლოს სამყარო მის ირგვლივ და გააკეთოს ახალი აღმოჩენები. მზრუნველი პირები კი უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას. აძლევენ სივრცეს და უბიძგებენ დამოუკიდებლობისკენ. 

უსაფრთხოების გრძნობა კი ბავშვს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს, მიაღწიოს წარმატებას ან განიცადოს წარუმატებლობა.

 

 

1. შეუძლიათ ურთიერთობაში საკუთარი ემოციების რეგულაცია;

2. ენდობიან სხვა ადამიანებს, არიან ღია და გახსნილი ახალი ურთიერთობებისთვის;

3. იციან რა უნდათ ცხოვრებაში და რა მიზნის მიღწევისკენ მიისწრაფიან, შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა და უკუკავშირი;

4. საკუთარ საჭიროებებზე საუბარი შეუძლიათ ხმამაღლა, ისევე როგორც ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სხვა ადამიანებთან;

5. გრძნობენ, რომ არიან ღირებული და იმსახურებენ სიყვარულს;

6. სიამოვნებთ სხვა ადამიანებთან სიახლოვე და კომფორტულად გრძნობენ თავს ინტიმურ ურთიერთობებში;

7. კომფორტულად გრძნობენ თავს მარტო ყოფნისას და ამ დროს იყენებენ ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად;

8. ენდობიან პარტნიორებს და არ შეაქვთ ეჭვი საყვარელი ადამიანების განზრახვებში;

9. შეუძლიათ შექმნან და შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი რომანტიკული ურთიერთობები;

10. ეძებენ ემოციურ მხარდაჭერას პარტნიორისგან და გასცემენ იმავეს.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *