Მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ხშირად ქაოტური, რუტინული და დამღლელი დღეების შემდეგ ვეძებთ სივრცეს განმარტოებისთვის, სადაც:
- ვიქნებით მშვიდად;
- შევძლებთ დასვენებას, მოდუნებას;
- საკუთარი მთლიანობის განცდას;
- ჩვენი ფიქრებისა და ემოციების მოსმენას.
სიმშვიდეა, როდესაც ჩვენი ვაგუსის ნერვის დიაფრაგმის ქვემოთ და ზემოთ მდებარე ნაწილები ერთმანეთს უკავშირდებიან და შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ მშვიდად, ამავდროულად კი გვქონდეს უსაფრთხოების განცდა.
მნიშვნელოვანი დავფიქრდეთ და ვიპოვოთ ისეთი სივრცეები ჩვენ ირგვლივ, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარ თავთან, სიმშვიდეში ყოფნა გვავსებდეს ახალი ენერგიით ისე, რომ არ მოჰქონდეს საფრთხისა და დაუცველობის განცდა.
Სიმშვიდესთან ყოფნა
Რომელი გარემოა ჩვენთვის სიმშვიდესთან დაკავშირებული?
ვიპოვოთ უსაფრთხო სივრცეები ჩვენ ირგვლივ, სახლში, სამეზობლოსა თუ სამუშაო გარემოში.
ყურადღება მივაქციოთ იმ სივრცეებს, სადაც ვისვენებთ – როგორია? Სად მდებარეობს? Რა ზომისაა? Როგორი ფერები და ხმებია ამ დროს ჩვენ ირგვლივ?
დავფიქრდეთ, როდის გვსურს მარტო ყოფნა და როდის გვსურს ვიყოთ სხვებთან ერთად?
შევქმნათ გეგმა, რომ რეგულარულად მოვინახულოთ ის ადგილები, რომლებიც დასვენების შესაძლებლობას გვთავაზობენ.
ასეთ სივრცეებში ყოფნისას კი დავაკვირდეთ ჩვენს სხეულებრივ შეგრძნებებს.