როგორ ამოვიცნოთ “მომთხოვნი მშობელი ჩემში?”

მომთხოვნი მშობელი ჩემში წარმატებასა და მიღწევებზეა ორიენტირებული.

სრულყოფილების მუდმივ ძიებაში ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს საუკეთესო და არ დაუშვას შეცდომა. ამავდროულად კი არ აძლევს საკუთარ თავს დასვენების, გართობისა და მოდუნების შესაძლებლობას, რაც ხშირად იწვევს საქმითა და სწავლით გადაღლას.

 

შესრულებული საქმე და წარმატება ადამიანს აღარ ანიჭებს არც კმაყოფილებას და არც სიამოვნებას. ის გამუდმებით მეტს ითხოვს საკუთარი თავისგან. Წარუმატებლობის შემთხვევაში კი ტანჯავს მარცხის განცდა.

 

როგორ ვითარდება მომთხოვნი მშობელი ჩემში?

 

  • ბავშვობაში უფროსი ადამიანები მუდმივად უსვამენ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატება;
  • წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი არ გამოხატავენ სიყვარულსა და მზრუნველობას ბავშვის მიმართ;
  • ბავშვს აჯილდოებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმატებას აღწევს, კარგ ნიშანს იღებს ან იმარჯვებს კონკურსში;
  • ბავშვი მუდმივად არის დაკავებული ისეთი საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია შეჯიბრთან, მაგალითად, სპორტი ან მუსიკა.

 

იმისთვის, რომ ამოვიცნოთ “მომთხოვნი მშობელი ჩემში”, დავფიქრდეთ:

 

  • საკუთარ თავს ვაძლევთ მოდუნების ან გართობის შესაძლებლობას სანამ ყველა საქმეს დავასრულებთ?
  • მუდმივად ვცდილობთ არ დავუშვათ შეცდომა და თუ ვუშვებთ, საკუთარ თავს “ვსჯით” ამის გამო?
  • ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ როგორც სწორია და თუ ამას ვერ ვახერხებთ, ძალიან კრიტიკული ვართ საკუთარი თავის მიმართ?

 

თუ კითხვებზე უმეტესად პასუხი დადებითია, შეეცადეთ დისტანცირდეთ საქმისგან და დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, დაისვენოთ, მოდუნდეთ და ისიამოვნოთ იმ საქმიანობით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

მნიშვნელოვანია ზოგჯერ საკუთარ თავს რაღაცები ვაპატიოთ. შეცდომის დაშვების უფლებაც გვაქვს.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *