რა ხდება ჩვენს “შინაგან სცენაზე”?

დარწმუნებული ვარ შეამჩნევდით, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა იცვლება ხოლმე, დაახლოებით ისე, როგორც პერსონაჟები სცენაზე – ერთ მომენტში თუ თავს მშვიდად ვგრძნობთ, სხვა სიტუაციაში შეიძლება თავი დაუცველად და სევდიანად ვიგრძნოთ, ან გავბრაზდეთ.

 

ეს “პერსონაჟები” ჩვენი შინაგანი ეგო მდგომარეობებია.

 

ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ ამ მდგომარეობების შესაბამისად სხვადასხვა სიტუაციის საპასუხოდ. 

 

ზრდასრული ადამიანის “შინაგან სცენაზე” სამი შინაგანი მდგომარეობა მონაცვლეობს: მშობელი, ზრდასრული და ბავშვი. 

 

“მშობელი ჩემში” ეხება ქცევებს, აზრებს და გრძნობებს, რომლებიც ვისწავლეთ ჩვენი მშობლებისგან ან სხვა მნიშვნელოვანი უფროსი ადამიანებისგან. არ არის აუცილებელი მშობელი “ჩვენში” ბიოლოგიური მშობლის ანარეკლი იყოს. 

 

“ზრდასრული ჩემში” მოქმედებს აქ და ახლა. რაციონალურად ამუშავებს იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ვგრძნობთ. შეუძლია მნიშვნელოვანი და საზრისის შემცველი ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან, ემოციების რეგულაცია, პრობლემების გადაჭრა და ზრუნვა. 

 

“ბავშვი ჩემში” სულაც არ ნიშნავს ბავშვურად მოქცევას ან იმას, რასაც სხვები აღიქვამენ ბავშვურ ქცევად. ეს ჩვენი ბავშვობისდროინდელი ქცევების, ფიქრებისა და გრძნობების გადათამაშებაა აწმყოში, რა დროსაც ვერ დაკმაყოფილდა ჩვენი ემოციური საჭიროებები.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *