რა არის ციფრული მოქალაქეობა?

ციფრული რეალობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მის შექმნაში კი მონაწილეობის მიღება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. 

ციფრულ სივრცეში უსაფრთხოების შეგრძნებისთვის, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი, როგორც მოქალაქეების უფლებები, ისე პასუხისმგებლობები. 

ხანდახან, შესაძლოა, ვერც კი ვაცნობიერებდეთ, რომ ციფრულ კლიმატს თითოეული ჩვენგანი ქმნის. 

ყველაფერი, რასაც ონლაინ სივრცეში ვაკეთებთ ან თუნდაც  უყურადღებოდ ვტოვებთ, საერთო ციფრულ რეალობაზე ახდენს გავლენას.

ციფრული მოქალაქეობა არსებითად არ განსხვავდება რეალურ სამყაროში მოქალაქეობისგან. 

ციფრული მოქალაქე პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში და აქვს მოლოდინი, რომ ციფრულ სივრცეში მისი უფლებები დაცული იქნება. 

 

ციფრული მოქალაქეობა მოიცავს:

  • ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების, ონლაინ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებისა და ციფრულ პლატფორმებში უსაფრთხოდ ორიენტირების უნარებს. 
  • როგორც ჩვენი, ისე სხვა ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვასა და პასუხისმგებლიანი მოქმედებით  რისკების (როგორებიცაა ბულინგი, შევიწროვება, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება და ა.შ.) შემცირებას. 
  • ემპათიასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ონლაინ სივრცეში, საკუთარი პოზიციის სიფრთხილითა და საზღვრების დაცვით დაფიქსირებას. 

ციფრული მოქალაქეობა ტექნოლოგიების გაცნობიერებულად გამოყენებაა.

თითოეული ქმედებით გავლენას ვახდენთ საერთო ციფრულ რეალობაზე, რაც ციფრული კლიმატის შექმნაში თანამონაწილეობას გულისხმობს. 

ციფრული მოქალაქეობა ციფრული გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნვაა. 

 

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *