ინფორმაცია თავის ტვინის შესახებ

საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად გთავაზობთ ინფორმაციას თავის ტვინის შესახებ. 

სტრესზე საუბრისას კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ის. 

 

თავის ტვინის ღერო ორგანიზმს უგზავნის სიგნალს, რომ:

 

  • შეინარჩუნოს ბალანსი;
  • ისუნთქოს;
  • იფეთქოს გულმა;
  • იმოძრაოს სისხლმა.

მის მთავარ ამოცანას ჩვენი გადარჩენა წარმოადგენს და სვამს კითხვას: “უსაფრთხოდ ვარ?”

 

 

 

ლიმბური სისტემა ჩვენი მეხსიერების საცავია, მონაწილეობას იღებს ქცევით და ემოციურ პასუხებში, როგორიცაა:

  • შიში;
  • მრისხანება;
  • შფოთვა.

ის სვამს კითხვას: “ვარ სიყვარულის ობიექტი?”

 

 

ლიმბური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია ნუშისებრი სხეული – ამიგდალა, რომელიც გვეხმარება საფრთხის ამოცნობაში და მონაწილეობას იღებს გაქცევა-შებრძოლების რეაქციებში. 

 

 

თავის ტვინის ქერქი პასუხისმგებელია ჩვენს აღმასრულებელ ფუნქციებზე, როგორიცაა:

  • აზროვნება;
  • დაგეგმვა;
  • იმპულსის მართვა;
  • პრობლემის გადაჭრა.

თავის ტვინის ეს უბანი სვამს შემდეგ კითხვას: “რა მასწავლა ამ გამოცდილებამ?”

 

ყოველდღიურ, ნაკლებ სტრესულ სიტუაციაში თავის ტვინის ქერქი ჩართულია ჩვენი აზრების, ემოციებისა და ქცევების მართვაში.

ქერქია პასუხისმგებელი შემეცნებით და შემოქმედებით პროცესებზე. 

 

სტრესულ სიტუაციაში ჩვენი ორგანიზმის ამოცანა გადარჩენაა. ამ დროს აქტიურია ნუშისებრი სხეული – ამიგდალა. 

ის მონაწილეობას იღებს:

  • საფრთხის ამოცნობაში;
  • სხეულის მობილიზებასა და მოქმედებაში, რომ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას.

ამ დროს თავის ტვინის ქერქი დროებით გათიშულია.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *