თანარეგულაცია: კავშირი ჩვენს ნერვულ სისტემებს შორის

გახსენდებათ სიტუაცია, როდესაც ნერვიულობდით ან შფოთავდით, ამ დროს კი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან საუბარი, ჩახუტება ან უბრალოდ მის გვერდზე ყოფნაც კი საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ დამშვიდებულიყავით?

ეს თანარეგულაციაა.

ამ დროს ჩვენი ნერვული სისტემები ხვდებიან ერთმანეთს, ქმნიან კავშირს და ჩვენგან დამოუკიდებლად უგზავნიან ერთმანეთს სიგნალს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ამაში კი მონაწილეობას იღებს:

  • ჩვენი ხმის ტემბრი;
  • სახის გამომეტყველება;
  • ჟესტები;
  • შეხება.

რაც ადამიანს აბრუნებს მშვიდ მდგომარეობაში, ეხმარება ოქსიტოცინის გამომუშავებაში და სთავაზობს ემოციურ სტაბილურობას.

ჩვენს ნერვულ სისტემებს შორის კავშირის გაწყვეტამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უსაფრთხოების განცდაზე. Მაგალითად, როდესაც:

  • ვესაუბრებით ადამიანს და ის არ გვისმენს;
  • ამოწმებს ტელეფონს;
  • დაკავებულია სხვა საქმიანობით, იყურება სხვაგან;
  • საუბრობს ხმამაღლა ან ყვირის.

ასეთ მომენტებს გადავყავართ გადარჩენის მდგომარეობაში, ცვლის ჩვენს ფიზიოლოგიას, შესაძლოა გაგვაბრაზოს, მოგვიმატოს შფოთვა, შიში და გაზარდოს უნდობლობის განცდა.

თანარეგულაცია ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, როდესაც ბავშვს დედის ხმა ესმის ან როდესაც დედის მოძრაობა ამშვიდებს მას.

იმისთვის, რომ გავხდეთ სხვისი თანარეგულატორი, მნიშვნელოვანია თავად შევძლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა ნერვული სისტემის მოსმენითა და საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობით.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *