“დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობელი ჩემში”

“დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობლის” მახასიათებლებია:

 

  • პარენტიფიკაცია – ბავშვობისას, როდესაც მშობლები ან მზრუნველი პირები ემოციურად არასტაბილურები იყვნენ, ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებს მუდმივად უგულებელყოფდნენ, ნაცვლად ამისა თვითონ ითხოვდნენ მხარდაჭერას, ბავშვი სწავლობს საკუთარი ემოციების იგნორირებას, ხდება “საკუთარი მშობლის მშობელი”, მასზე მზრუნველი, რითიც აბალანსებს დანაშაულის განცდას. 

 

მაგალითად, მშობლების განქორწინებისას, თუ ბავშვს ხშირად ესმის როგორ აკრიტიკებს ერთი მშობელი მეორეს, ის მომრიგებლის როლს ირგებს, თავს ვალდებულად თვლის ორივე მხარეს ბედნიერად აგრძნობინოს თავი ან “გადაარჩინოს” მათი ურთიერთობა. და თუ არ გამოდის, ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს. Ბავშვი ვერ აცნობიერებს, რომ ეს მისი ასაკისთვის შეუფერებელი მძიმე ტვირთია და ხშირად მთელი ცხოვრება ეს როლი თამაშდება მის “შინაგან სცენაზე”.

 

  • მანკიერი სწავლება – ბავშვმა ოჯახის სხვა წევრებისგან და ახლო გარემოცვისგან ისწავლა კონკრეტული როლის მორგება იმისთვის, რომ სხვებს ასიამოვნოს. განსაკუთრებით საფრთხის შემცველ სიტუაციებში ამას დაცვითი ფუნქცია აქვს, როდესაც საშიშია, თუ არ იქნები მზრუნველი ან დამთმობი.

 

მაგალითად, თუკი ოჯახის წევრი ხშირად ღიზიანდება, ყვირის, ჩხუბობს, ზიანს აყენებს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს. Ბავშვები ამ დროს განიცდიან შფოთვას და აქვთ საფრთხის მუდმივი განცდა, მოგვიანებით კი უჭირთ საკუთარი საჭიროებების გაზიარება ურთიერთობებში მაშინაც კი, როდესაც რეალური საფრთხე აღარ არსებობს. 

 

როგორ ამოვიცნოთ “დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობელი ჩემში”?

 

  • ვცდილობთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი, შელაპარაკება ან უარყოფის საფრთხე სხვებისგან?
  • განცდა გვაქვს, რომ “ცუდი ადამიანი ვარ თუ სხვები ჩემზე გაბრაზდებიან”?
  • ვაიძულებთ საკუთარ თავს იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას ვიდრე საჭიროა?

 

თუ კითხვებზე უმეტესად დადებითი პასუხი გაეცით, შეეცადეთ დაფიქრდეთ და გადასინჯოთ საკუთარი ქცევითი კანონზომიერებები, ურთიერთობები და ის, თუ რა გჭირდებათ საკუთარი ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის. 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *