“დამსჯელი მშობელი ჩემში”

“დამსჯელი მშობელი ჩემში” უკავშირდება უსიყვარულობის გამოცდილებას, სირცხვილს, საკუთარი თავის მიმართ ზიზღს.

ამ დროს ადამიანები იშვიათად ფიქრობენ, რომ მათი საჭიროებები და უფლებები მნიშვნელოვანია.

ბავშვობაში განცდილი ემოციური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა წინ უძღვის დამსჯელი მშობლის გააქტიურებას ზრდასრულ ასაკში. 

 

როგორ უკავშირდება “დამსჯელი მშობელი ჩემში” ბავშვობაში განცდილ ძალადობას?

 

ბავშვებს, რომელთაც განიცადეს სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა, ხშირად რცხვენიათ და განცდა აქვთ, რომ რაც მოხდა მათი ბრალია. ადანაშაულებენ საკუთარ თავს, ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ უკეთ მოპყრობას. ძალადობის შემთხვევა კი უმტკიცებს მათ განცდას, რომ ნამდვილად “ცუდები” არიან.

 

ემოციური ძალადობის შემთხვევები ბავშვისთვის შემდეგი მესიჯის მატარებელია: რომ ის დამნაშავე და პასუხისმგებელია თავის პრობლემებზე, არ იმსახურებს უკეთესს და ა.შ. 

 

ემოციური და ფიზიკური საჭიროებების უგულებელყოფისას, ბავშვი გრძნობს, რომ არ იმსახურებს კარგ ზრუნვას, მისი ბაზისური ფიზიკური საჭიროებები დაუკმაყოფილებელია უფროსი ადამიანების მხრიდან, მაგალითად, საკვები, ტანსაცმელი, სითბო.

 

ასევე, ემოციური საჭიროებები, როდესაც უფროსი ადამიანი არ არის მხარდამჭერი, არ იზიარებს ბავშვის ემოციებს, ტოვებს მას მარტო გაფრთხილების გარეშე ისე, რომ არ ეუბნება, როდის დაბრუნდება. 

 

როგორ ამოვიცნოთ “დამსჯელი მშობელი ჩემში”?

 

  • არ მაქვს უფლება სასიამოვნო რაღაცები ვაკეთო სხვებივით, რადგან ცუდი ვარ;
  • ვიმსახურებ სასჯელს და ცუდად მოპყრობას;
  • გადაუდებელი აუცილებლობა მაქვს, რომ ზიანი მივაყენო საკუთარ თავს;
  • არ შემიძლია ვაპატიო საკუთარ თავს.

 

თუ ეს დებულებები ეხმიანება თქვენს შინაგან მდგომარეობას, შეეცადეთ დაფიქრდეთ და გადასინჯოთ საკუთარი ქცევითი კანონზომიერებები, ურთიერთობები და ის, თუ რა გჭირდებათ ბედნიერებისა და კარგად ყოფნის განცდისთვის.

 

მნიშვნელოვანია ზოგჯერ საკუთარ თავს რაღაცები ვაპატიოთ, შეცდომის დაშვების უფლებაც გვაქვს. 

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *