განრიდებული ტიპის მიჯაჭვულობა

განრიდებული ტიპის მიჯაჭვულობის განვითარება უკავშირდება იმას თუ რამდენად ხელმისაწვდომები არიან მზრუნველი პირები. 

 

ისინი სულაც არ უგულებელყოფენ ბავშვს, მათთან ერთად არიან, თუმცა თავს არიდებენ ემოციების გამოხატვას, გაზიარებას, ნაკლებად აღიქვამენ და ითვალისწინებენ ბავშვის ემოციურ საჭიროებებს, თავს არიდებენ ან არ აქვთ უნარი ბავშვის მხარდაჭერისა და დამშვიდების. 

 

ბავშვის მხრიდან სიახლოვის მოთხოვნილების მატებასთან ერთად, მზრუნველი პირი უფრო მეტად შორდება ბავშვს, ის ელის, რომ ბავშვი უნდა მოიქცეს თავშეკავებულად, არ გამოხატოს ემოციები და მოიქცეს ისე, როგორც ზრდასრული ადამიანი.

 

  • არიან მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული და ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას;
  • არ ენდობიან სხვა ადამიანებს მარტივად;
  • თავს არიდებენ საკუთარ ემოციებზე საუბარს;
  • ჰყავთ ბევრი მეგობარი და/ან სექსუალური პარტნიორი, თუმცა ემოციურ ინტიმურ ურთიერთობას თავს არიდებენ;
  • რაც უფრო სერიოზული ხდება ურთიერთობა, მით უფრო მეტად შორდებიან ადამიანს და ცდილობენ იპოვონ მიზეზი ურთიერთობის დასასრულებლად. Ეს შეიძლება იყოს ქცევა, ჩვევა ან თუნდაც ფიზიკური გარეგნობა;
  • დიდ ინვესტიციას დებენ საქმეში, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია და არ ელოდებიან სხვებისგან აღიარებას ან მხარდაჭერას. 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *