ზრდასრულ ასაკში ბედნიერი შინაგანი ბავშვის ძირითადი მახასიათებლებია:
- ცნობისმოყვარეობა და სპონტანურობა;
- გართობა;
- სილაღე;
- სიახლეების აღმოჩენის სურვილი;
- კრიტიკის მიმღებლობა;
- იმედგაცრუებასა და ტკივილთან გამკლავება;
- მნიშვნელოვანი და საზრისის შემცველი ურთიერთობების დამყარება.
ზრდასრულ ასაკში გააქტიურებული ბედნიერი შინაგანი ბავშვი უკავშირდება ბავშვობაში ჩამოყალიბებულ უსაფრთხო მიჯაჭვულობას, როდესაც ადამიანი დაცულად გრძნობს თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას და სიამოვნებას იღებს ამ სიახლოვით.
ჩვენს შინაგან ბავშვთან დასაკავშირებლად, დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
- რა მოვლენები, სიტუაციები ან ადამიანები მეხმარებიან შინაგანი ბავშვის გააქტიურებაში?
- ბოლოს როდის ვიგრძენი ბედნიერი შინაგანი ბავშვი? Მაგალითად, გასულ კვირას, როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი და ლაღი?
- რა არის რაც მიადვილებს ბედნიერ შინაგან ბავშვთან დაკავშირებას? Ზოგი ადამიანისთვის ეს ვარჯიშია, რომლის შემდეგაც უფრო ადვილად ერთვება სახალისო საქმეებში.
იმ მოვლენების სია, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს შინაგანი ბედნიერი ბავშვის გამოღვიძებაში:
- ფოთლების გროვაში სიარული;
- ხმამაღლა სიმღერა, მიუხედავად იმისა თუ როგორ გამოგვდის ეს;
- სირბილი;
- წვიმაში სეირნობა;
- მუსიკის მოსმენა და ცეკვა;
- ცხოველებთან თამაში;
- საბნებისგან გამოქვაბულის აშენება.
ბედნიერ შინაგან ბავშვთან დაკავშირების მნიშვნელოვანი მახასიათებელია თამაშისა და ცნობისმოყვარეობის ხელშეწყობა, რაც გვეხმარება გავიგოთ რა გვანიჭებს ბედნიერებასა და სიხარულს, ამავდროულად კი უკეთ ვუმკლავდებით ყოველდღიურ სტრესულ სიტუაციებს.