“ბავშვი ჩემში”

ზრდასრულ ადამიანში შინაგანი ბავშვის სამი ტიპი არსებობს:

  • მოწყვლადი
  • გაბრაზებული ან იმპულსური
  • ბედნიერი ბავშვი

 

შინაგანი ბავშვის მდგომარეობები მონაცვლეობით იჩენს თავს სხვადასხვა სიტუაციაში. ამ დროს უნებლიეთ ცოცხლდება ბავშვობის გამოცდილებები და ემოციური მდგომარეობები. ადამიანის ქმედებები კი განპირობებულია ბავშვობისდროინდელი გამოცდილებებით. 

 

მოწყვლად შინაგან ბავშვს ახასიათებს:

  • შფოთვა, სევდა;
  • სიმარტოვის განცდა;
  • მიტოვების შიში;
  • სასოწარკვეთა;
  • უმწეობისა და სირცხვილის განცდა;
  • თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და დამცირებულად;
  • აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სირთულე.

 

გაბრაზებულ ან იმპულსურ შინაგან ბავშვს ახასიათებს:

  • გაღიზიანება, სიბრაზე ან განრისხება;
  • იმპულსურობა;
  • დაუმორჩილებლობა;
  • სიჯიუტე;
  • დისციპლინასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • თავნება და განებივრებული დამოკიდებულება.

 

ბედნიერი შინაგანი ბავშვი:

  • მხიარული, ლაღი და თავდაჯერებულია;
  • მარტივად და ცნობისმოყვარეობით უყურებს მოვლენებს მის ირგვლივ;
  • უყვარს გართობა, ახალი გამოცდილებების მიღება;
  • აქვს უსაფრთხოების განცდა.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *