ასერტული ანუ თავდაჯერებული კომუნიკაცია სამუშაო სივრცეში

ასერტული კომუნიკაცია ეფუძნება:

  • გულწრფელობას
  • კეთილგანწყობას
  • პატივისცემას
  • თავდაჯერებულობას

ის საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბალანსი ჩვენს სურვილებსა და ჩვენ მიმართ არსებულ მოლოდინებს შორის ისე, რომ გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ სხვების უფლებებს, ამავდროულად კი არ დავივიწყოთ პირადი საზღვრები და ის, თუ რა გვინდა.

Რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამუშაო სივრცეში მკაფიოდ გამოვხატოთ რა გვჭირდება, რა არის ჩვენთვის მისაღები და რა გვინდა, რომ შევცვალოთ?

ჯანსაღი კომუნიკაცია გვეხმარება თვითრეგულაციაში, ენერგიის დაზოგვასა და საზრისის შემცველი ურთიერთობების შენარჩუნებაში.

Როდესაც კეთილგანწყობით, გულწრფელად და თავდაჯერებულად გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს, ვქმნით უსაფრთხო სივრცეს გაზიარებისა და შეთანხმებისთვის.

 

რა დაგვეხმარება სამსახურში ასერტული კომუნიკაციის განვითარებაში?

გთავაზობთ ასერტული კომუნიკაციისთვის დამხმარე რამდენიმე გზას:

1. ვცადოთ თვალებში ვუყუროთ მას, ვისაც ვესაუბრებით და შევინარჩუნოთ მზერითი კონტაქტი მაშინაც, როდესაც ვუსმენთ;

2. ვცადოთ ისეთი ხმის ტემბრით ვისაუბროთ, რომელიც ჩვენს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას ხაზს გაუსვამს;

3. თავი ავარიდოთ კრიტიკის ტონს ან დადანაშაულებას;

4. შევარჩიოთ შესაბამისი დრო სამსახურის საქმეებზე სასაუბროდ, მაგალითად, არაფორმალურ გარემოში უმჯობესია თუ არ ვისაუბრებთ სამსახურში შესასრულებელი დავალებების შესახებ;

5. მკაფიოდ ვისაუბროთ ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სათქმელი არ იყოს ორაზროვანი, ბუნდოვანი ან დამაბნეველი;

6. გულწრფელად ვთქვათ, რის გაკეთებას შევძლებთ და რას ვერ გავუმკლავდებით.

 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *