ამბივალენტური მიჯაჭვულობა

თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რომ ვიყოთ სიყვარულის ობიექტი, თავს დაცულად, დაფასებულად და ღირებულად ვგრძნობდეთ.

 

ნორმალურია, როდესაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და პარტნიორებისგან ვითხოვთ ემოციურ მხარდაჭერას.

 

ნორმალურია, როდესაც გვეშინია საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნილებები და შიში ისე ძლიერდება, რომ ხელს გვიშლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში? 

 

განვიხილოთ რა არის ამბივალენტური მიჯაჭვულობა და რა გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ზრდასრულ ასაკში. 

 

ამბივალენტური მიჯაჭვულობა ყალიბდება მაშინ, როდესაც მზრუნველი პირი ზოგჯერ მხარს უჭერს, პასუხობს ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებს, სხვა დროს კი უგულებელყოფს მას. 

 

არათამიმდევრულობა და ორაზროვნება აბნევს ბავშვს, მისთვის გაუგებარია თუ რას ნიშნავს მშობლის ქცევა, რა სახის რეაქციას შეიძლება ელოდოს მომავალში – სიყვარულს თუ უარყოფას. 

გარემო მისთვის არ არის უსაფრთხო. 

ამ დროს ბავშვს უყალიბდება რწმენა, რომ პრობლემა მასშია. თუ ის ერთ დღეს უყვართ, არ ნიშნავს, რომ ხვალაც ეყვარებათ, რის გამოც უჩნდება შიში, რომ მიატოვებენ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. 

 

ზრდასრულ ასაკში ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები:

  • ზედმეტად მგრძნობიარეები არიან და ერგებიან პარტნიორის საჭიროებებს;
  • ხშირად გრძნობენ თავს დაუცველად;
  • შფოთავენ და ნერვიულობენ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ღირებულნი და მნიშვნელოვანნი არიან სხვისთვის;
  • აქვთ მუდმივი შიში და განცდა იმისა, რომ მიატოვებენ;
  • მუდმივად ეპარებათ ეჭვი პარტნიორებში, მეგობრებში;
  • უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ხშირად ელოდებიან სხვის მითითებებს;
  • თუ საყვარელი ადამიანები ვერ პასუხობენ მათ საჭიროებებს, ამაში შესაძლოა დაადანაშაულონ საკუთარი თავი ან იფიქრონ, რომ არ არიან სიყვარულის ღირსი. 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *