ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ნიშნით ძალადობა (Technology-Facilitated Gender-Based Violence – TFGBV) ძალადობის აქტია, რომელიც ხორციელდება ერთი ან მეტი პირის მიერ და რომელიც ჩადენილია, ხელშეწყობილია, გამწვავებული და გაძლიერებულია ნაწილობრივ ან სრულად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ან ციფრული მედიის გამოყენებით, პირის მიმართ მისი გენდერული კუთვნილების საფუძველზე.
ეს არის გენდერული ნიშნით ძალადობა – ქალები და გოგონები მხოლოდ იმიტომ არიან ძალადობის სამიზნეები, რომ ისინი ქალები და გოგონები არიან
ეს უფრო ფართოა ვიდრე მხოლოდ ონლაინ ძალადობა და მიუხედავად იმისა, რომ ის ხდება ციფრულ სივრცეებში, ასევე შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი სხვა სახის ტექნოლოგიის გამოყენებით – როგორიცაა ტელეფონები, GPS თვალთვალის მოწყობილობები, დრონები ან ჩაწერის მოწყობილობები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან.
პირადი და კონფიდენციალური
ინფორმაციის, მათ შორის სახლისა და
სამსახურის მისამართების, ტელეფონის
ნომრების, ელექტრონული ფოსტის
მისამართებისა და გვარების, ნებართვის
გარეშე გამოქვეყნება. დოქსინგი შესაძლოა
მოიცავდეს მოწოდებას, დაუკავშირდენენ
სამიზნეს, ზიანის მისაყენებლად ან უხამსი
ზრახვებისთვის.
მუდმივი, არასასურველი და/ან მუქარის შემცველი მეთვალყურეობა, კონტაქტი და/ან თვალთვალი ტექნოლოგიური საშუალებებით.
ბულინგის ფორმაა, რომელსაც ციფრულ სივრცეში ვხვდებით, იქნება ეს სოციალური მედია, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა თუ სხვა. ამ ფორმის ბულინგის მიზანია ზიანის მუდმივი, მიზანმიმართული მიყენება, მეორე მხარის შევიწროება, რეპუტაციის შელახვა, კიბერ-თვალთვალი, ჯგუფიდან გარიყვა თუ დაჩაგვრა.
განმეორებადი ქმედება, რომელიც ემუქრება, აწუხებს, აშინებს ან შეურაცხყოფს ვინმეს დამამცირებელი ან სიძულვილით გამორჩეული კომენტარების ან სხვა ტიპის გამოსახულებების გაგზავნით. ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე, ძირითადად ქალები, გოგონები და ლგბტქი+ პირები არიან.
ინტერნეტ თავდამსხმელთა დიდი ჯგუფია, რომელიც ემუქრება, შეურაცხყოფს სამიზნეს, ხშირად ორგანიზებული და კოორდინირებული ფორმით.
ყალბი პროფილის შექმნა და სხვისი
იდენტობის მიტაცება ბოროტი
მიზნებისთვის, მათ შორის ვინმეს
რეპუტაციის დაზიანებისა ან მისი
უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის
მიზნით.
შეცვლილი სურათი, რომელიც ხშირად დამუშავებულია ფოტო-მანიპულაციის პროგრამებით. მაგალითად, ვინმეს სახის სხვის სხეულზე მიმაგრება. უფრო დახვეწილი ღრმა ფეიქი (deepfake) მზადდება მანქანური სწავლების (Machine Learning) გამოყენებით, რომლის რეალური გამოსახულებისგან გარჩევა შეუიარაღებელი თვალისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.
მოიცავს მტკივნეულ, დამაზიანებელ, სიძულვილით სავსე, დამამცირებელ, დამცინავ და მტრულ განცხადებებს, კომენტარებს, რომელთა სამიზნე არის ადამიანი, მისი სქესის, გენდერის ან სექსუალური ორიენტაციის გამო.
ელექტრონული შანტაჟის ფორმაა, რომლის დროსაც, ინტიმური სურათებისა ან პირადი ინფორმაციის არ გასაჯაროების სანაცვლოდ, ითხოვენ ფულს, სექსს/სექსუალურ აქტებს ან დამატებით ინტიმურ სურათებს.
გულისხმობს ადამიანების სხეულების გადაღებას, ყურებას და ონლაინ ვიდეოების გაზიარებას. ეს შეიძლება მოხდეს ფარული კამერების განთავსებით, მოპარული ფოტოების საშუალებით, რომლებიც შემდეგ თანხმობის გარეშე ვრცელდება. ადამიანების გამოსახულებები შეიძლება გაყალბებული ან დამონტაჟებული იყოს. ასეთი ქმედებების შედეგად მიღებულ გამოსახულებებს „კრიპშოტები“ ეწოდება.
TFGBV ხშირად აღიქმება, როგორც ნაკლებად სერიოზული ან ნაკლებად ზიანის მომტანი ვიდრე ფიზიკური ძალადობის ფორმები, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ მას აქვს სერიოზული გავლენა ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობაზე, ცხოვრებასა და მომავალზე. TFGBV ხშირად შესაძლოა გადაიზარდოს ფიზიკური ძალადობის ფორმაშიც, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქალებისა და გოგონების ფიზიკურ უსაფრთხოებას. TFGBV-ის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მძიმეა და უაკვშირდება გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის (შფოთვა, დეპრესია, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა) დამახასიათებელ სიმპტომებს.
მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს ემოციურ უსაფრთხოებაზე ციფრულ სივრცეებში.
ამ თემასთან დაკავშირებულ ფსიქოსაგანმანათლებლო მასალებს კი გაეცანით აისის ციფრულ არხებში.
გადმოწერე პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკრები TFGBV შემთხვევების ეფექტური მართვისთვის
საკუთარ თავზე ზრუნვისთვის კი დარეგისტრირდი ონლაინ კურსზე
შენი საქმიანობა ძალიან ღირებულია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით, ქალებისა და გოგონებისთვის!
შენი მაგალითი და გამძლეობა გადამდებია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ცვლილებებისთვის ბრძოლაში.
იმედი გვაქვს, ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარება, რომ არ გაჩერდე და უფრო თავდაჯერებულად უპასუხო გარდაუვალ წინააღმდეგობებს.
გვიგულე შენს აქტიურ მხარდამჭერად!