ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ გვიჭირს აწმყო მომენტში ყოფნა, კონცენტრაცია, ვართ აღელვებულები, გვაქვს დაუცველობის განცდა, ჩვენი სუნთქვა და გულისცემა კი გახშირებულია.
კარგი იქნება თუ ასეთი მომენტებისთვის მოვიმარაგებთ სავარჯიშოებს. მათ შორის ერთ-ერთია უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი ტექნიკა, რომელსაც გვიზიარებს ფსიქოლოგი – მაია ცირამუა.
სავარჯიშო დაგვეხმარება სხეულს შევახსენოთ ჩვენი რესურსები, გავაცოცხლოთ დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება.