როგორ გავხდე პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალექე

Როგორ გავხდე პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალაქე?

გავხდეთ ციფრული მოქალაქეები ნიშნავს: 

  •  შეგვეძლოს ციფრულ სივრცეში საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.  
  • აქტიურად ჩავერთოთ ციფრულ ცხოვრებაში   და  გონივრულად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.  
  • სიფრთხილით, ემპათიითა და პატივისცემით ვიურთიერთოთ სხვებთან ციფრულ სივრცეში და დავიცვათ საზღვრები ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისას.
  • Გავითვალისწინოთ იგივე პრინციპები, რასაც პირისპირ კომუნიკაციისას ვიყენებთ – მიმოწერისა და საჯარო მიმართვის დროს გვახსოვდეს, რომ ეკრანს მიღმა ადამიანებთან გვაქვს შეხება. 
  • Სხვასთან Გაგზავნამდე ან საჯაროდ გამოქვეყნებამდე Გადავამოწმოთ ინფორმაციის სანდოობა. 

 

Ციფრული სივრცე დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, წვდომა ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე კი თითოეული ჩვენგანის უფლებაა. Არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში ჩვენი  უსაფრთხოება და ბაზისური უფლებები დაცული იყოს. 

Ციფრული რეალობის საჯარო სივრცედ ქცევამ უამრავი სიკეთე მოგვიტანა, თუმცა რისკები, რომლებსაც ფიზიკურ გარემოში ვაწყდებოდით, ვირტუალურ რეალობაშიც არანაკლებ, ზოგჯერ კი უფრო მეტად აქტუალურიც კი არის. Მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები იმისთვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ ონლაინ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე.

გვახოვდეს, რომ ჩვენი უფლებები  განურჩევლად ჩვენი სქესის, რასის, გენდერის, სოციალური სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ საქმიანობის სპეციფიკისა,  დაცული უნდა იყოს. 

 

Ჩვენი უფლებაა:

 

  • ციფრულ სივრცეში  საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა;
  •  თანაბრად მიგვიწვდებოდეს ხელი უსაფრთხო ინტერნეტსა და ინტერნეტ პლატფორმებზე განთავსებულ ინფორმაციაზე; 
  • ინტერნეტ სივრცეში ჩვენი პირადი მონაცემები დაცული იყოს და არ გასაჯაროვდეს ჩვენი ნებართვის გარეშე; 
  • არავინ გაეცნოს ჩვენი ნებართვის გარეშე ჩვენს პირად მიმოწერას; 
  • Არ გამოქვეყნდეს ჩვენთან ასოცირებული/ჩვენი ხმის ან გამოსახულების შემცველი აუდიო ან ვიზუალური მასალა ჩვენი ნებართვის გარეშე. 
  • Ვიყოთ დაცულები მუქარისგან, თავდასხმისა და სხვა სახის შევიწროვებისგან.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *