რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე პირადი საზღვრების ქონა:
- თამამად ვამბობთ უარს მაშინ, როდესაც არ გვინდა რაიმეს გაკეთება და ამის გამო არ გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა;
- ღიად ვსაუბრობთ ჩვენს სურვილებსა და ემოციებზე;
- ფიზიკურად და ემოციურად თავს დაცულად ვგრძნობთ;
- საკმარის დროს ვუთმობთ საკუთარ თავზე ზრუნვას;
- ვიღებთ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც გვინდა და შეგვიძლია;
- ჩვენს პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის მკაფიო საზღვრებია, დროს ვუთმობთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.
პირადი საზღვრების პოვნა, გაცნობიერება და მათ დაცვაზე ზრუნვა შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ.
გვახსოვდეს, რომ ის უფრო დაცულს გაგვხდის და შექმნის ჯანსაღ დისტანციას ჩვენსა და სხვა ადამაინებს შორის, რა დროსაც გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილებები.
პირადი საზღვრები აუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობებს
პირადი და პროფესიული ურთიერთობებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ის ღია და გულწრფელ კომუნიკაციას ეფუძნებოდეს.
საზღვრების დაწესებით შეგვიძლია უკეთ გავერკვეთ ჩვენს მოლოდინებში, სურვილებსა და საჭიროებებში და თუ ამას სხვებს გავუზიარებთ, მეტ ნდობასა და პატივისცემას მოვიპოვებთ.
პირადი საზღვრები აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას
საზღვრები, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვა, გვიცავს ფიზიკური და ემოციური ზიანისგან.
გვეხმარება პრიორიტეტი მივანიჭოთ ჯანსაღ ჩვევებს, რომლებიც ჩვენი კარგად ყოფნის, საკუთარ თავზე ზრუნვისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, საკმარისი დრო და ენერგია დავუთმოთ მაგალითად, ძილის რეგულარულ რეჟიმს, ფიზიკურ აქტივობას.
პირადი საზღვრები გვეხმარება თვითშეფასების გაუმჯობესებაში
საზღვრების დაწესებით უფრო თავდაჯერებულები ვხდებით, რადგან ვიცით რა გვჭირდება სტაბილურობისთვის, რა დროს დგება “გადატვირთვის” აუცილებლობა, რას ვუმკლავდებით და რას ვერა.
ეს კი გვეხმარება იმაში, რომ სხვებს თამამად გავუზიაროთ ჩვენი აზრები, გრძობები, იდეები. Არ გვიჭირს ღიად ვთქვათ რა გვსურს ან გვჭირდება.
საზღვრების დაწესებასთან ერთად, როდესაც ვაკეთებთ იმას, რაც ხელს უწყობს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ჩვენი თვითშეფასებაც იზრდება, რადგან გვაქვს განცდა, რომ ვფლობთ საკუთარ თავს და ვიცით რა შეგვიძლია.