ვაგუსის ნერვი გვეხმარება ფიზიკური უსაფრთხოების განცდასა და უსაფრთხო ემოციური კავშირის დამყარებაში როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან.
ინტეროცეფცია და ნეიროცეფცია – უსაფრთხოების შინაგანი სისტემებია, რომლებიც ვაგუსის ნერვის დახმარებით გვიგზავნის სიგნალს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უსაფრთხო ან საფრთხის შემცველია გარემო, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, სხეულებრივ შეგრძნებებზე, ემოციებზე, აზრებსა და ქცევებზე.
პოლივაგალური თეორიის მიხედვით, ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა სამ მდგომარეობას შორის მონაცვლეობს:
Ventral Vagal (პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, მდებარეობს დიაფრაგმის ზემოთ)
არეგულირებს ჩვენს სასუნთქ სისტემასა და გულის ფუნქციას. ასოცირდება სოციალური ჩართულობის სისტემასთან, რა დროსაც თავს კარგად ვგრძნობთ.
სიმპათიკური ნერვული სისტემა
გვეხმარება მობილიზებასა და ძალების მოკრებაში.
Dorsal Vagal (პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, მდებარეობს დიაფრაგმის ქვემოთ)
არეგულირებს ჩვენი ორგანიზმის ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სისხლის მიმოქცევა, კუჭ-ნაწლავის მოქმედება და ა.შ. Პასუხისმგებელია ჩვენს ყველაზე ადრეულ რეაქციებზე სტრესზე, როგორიცაა “გაშეშება”.
Მაღალი საფრთხის შემცველ სიტუაციებში, Dorsal Vagal-ის მაღალმა სტიმულაციამ შესაძლოა ხელი შეგვიშალოს მოძრაობასა და მოქმედებაში. Მშვიდ მდგომარეობაში, როდესაც სტრესის დონე დაბალია, გვეხმარება მოდუნებასა და დამშვიდებაში.
როდესაც გარემო და ადამიანები ჩვენ ირგვლივ უსაფრთხოა, აქტიურდება სოციალური ჩართულობის სისტემა და ვამყარებთ კავშირს სხვა ადამიანებთან (Ventral Vagal). ამ დროს:
- შესაძლებელია თანარეგულაცია;
- გვიყვარს;
- ვიღებთ სიამოვნებას;
- გამოვხატავთ ემოციებს;
- ჩვენი გულისცემა მშვიდია;
- სუნთქვა თავისუფალი;
- გამოიყოფა ოქსიტოცინი.
Სიმპათიკური ნერვული სისტემა გვეხმარება:
- ვიყოთ მობილიზებულები;
- ვიმუშაოთ;
- ვითამაშოთ;
- ჩავერთოთ სხვადასხვა საქმიანობაში.
აქტიურდება Dorsal Vagal, ამ დროს:
- ვართ მოდუნებულები;
- ვისვენებთ;
- გვძინავს;
- აღვიდგენთ ენერგიებს.
Როდესაც გარემო და ადამიანები ჩვენ ირგვლივ საფრთხის შემცველია, შესუსტებულია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქცია (Ventral Vagal), რა დროსაც:
- გვიჭირს კავშირის დამყარება გარემოსთან და სხვა ადამიანებთან;
- გვიჭირს სიამოვნების მიღება და ემოციების გამოხატვა;
- გულისცემა გახშირებულია და ნელ-ნელა ვშორდებით აწმყო მომენტს.
სიმპათიკური ნერვული სისტემა ამზადებს ჩვენს სხეულს მოსალოდნელ საფრთხესთან გასამკლავებლად:
- ირთვება შებრძოლებისა და გაქცევის რეაქციები იმისთვის, რომ გადავრჩეთ;
- გულის ცემა გახშირებულია;
- გამოიყოფა სტრესის ჰორმონები კორტიზოლი და ადრენალინი;
- ხმის ტემბრი მონოტონურია, სახის გამომეტყველება კი უტყვი.
თუკი თავს მაინც საფრთხეში ვგრძნობთ, აქტიურდება Dorsal Vagal – პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, ამ დროს:
- ვიყინებით;
- ვშეშდებით;
- უიმედოდ ვართ;
- გვიჭირს გავიგოთ რას ამბობენ სხვები;
- გულის ცემა შენელებულია;
- ვაგუსის ნერვის აქტივობა შესუსტებულია.
თანარეგულაცია და თვითრეგულაცია საშუალებაა, რომ დავბრუნდეთ სოციალური ჩართულობის სისტემაში, სადაც ჩვენი ვაგუსის ნერვი გააქტიურებულია და შეგვიძლია დავიბრუნოთ უსაფრთხოების განცდა როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან კავშირით.