About Course
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების პარალელურად, როდესაც მმართველი არალეგიტიმური ძალა და საპოლიციო რეჟიმი ძალის გადამატებული გამოყენებით ცდილობს უხეშად დაარღვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საკუთარ უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გზამკვლევში გაეცნობი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ინფორმაციას, რომლებიც დაგეხმარება უკეთ მოემზადო საპროტესტო აქციებისთვის, იყო უსაფრთხოდ დემონსტრაციების დროს და მართო მომატებული შფოთვის დონე, რომელიც ხშირად თან ახლავს მიმდინარე პროცესებს.
გზამკვლევი დაყოფილია სამ ნაწილად.
პირველ ნაწილში გაეცნობი ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოემზადო აქციისთვის;
მეორე ნაწილი ეთმობა გადაუდებელ ემოციურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას;
მესამე ნაწილში კი თავმოყრილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნო საკუთარ თავზე აქციიდან აქციამდე და შეინარჩუნო ის მცირე რუტინა მაინც, რომელიც ამ ქაოტურ სიტუაციაში სტაბილურობის განცდას დაგიბრუნებს.
მნიშვნელოვანია, რომ გზამკვლევში მოწოდებული თითოეული ნაწილისთვის მომზადებას დრო დაუთმო მაშინ, როდესაც მშვიდად ხარ და ცხელ წერტილში არ იმყოფები. დღის განმავლობაში გამოყავი ნახევარი საათიდან ერთ საათამდე იმისთვის, რომ უფრო აღჭურვილი და მომზადებული შეუერთდე საპროტესტო ტალღას.