About Lesson
კრიზისის დროს ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მდგომარეობით გარშემომყოფებს ვამძიმებთ და დამატებით სტრესს ვუქმნით, ამიტომ შეიძლება მარტოობა ვამჯობინოთ საყვარელ ადამიანებთან ყოფნას. თუმცა ნდობაზე დაფუძნებულ სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება გვეხმარება ენერგიის როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე ფსიქო-ემოციურ სტაბილიზაციაში.
- ესაუბრე შენს საყვარელ ადამიანს დღეში მინიმუმ რამდენიმე წუთით, ეცადე დაურეკო ან პირისპირ შეხვდე, რომ მისი ხმის ტემბრი, ტონი და მზერაც აღიქვა.
- შეხება და ჩახუტება ამცირებს კორტიზოლის დონეს, სხეულში გამოიყოფა ოქსიტოცინი, გვიჩნდება მიკუთვნებულობისა და დაცულობის განცდა, რაც რელაქსაციაში გვეხმარება.
ასევე დადებითად მოქმედებს შინაურ ცხოველებთან კონტაქტი, მოფერება, მათთან ერთად გასეირნება და ზრუნვა სრული კონცენტრაციით.