Course Content
გადაუდებელი ფიზიკური უსაფრთხოება აქციებზე
0/1
აქციიდან აქციამდე – როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე
0/4
მოემზადე, დაგეგმე და იზრუნე – ყველაფერი შენი უსაფრთხოებისთვის აქციებსა და დემონსტრაციებზე
About Lesson

კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება და წარმოუდგენელიც კი ხდება, რომ ჩვეულებრივ განვაგრძოთ ცხოვრება. თუმცა, დღის განმავლობაში რეალისტური, მცირე მიზნების დასახვა და მათი შესრულება, გვეხმარება, რომ კონტროლის განცდა ცოტათი მაინც დავიბრუნოთ.

რუტინული საქმიანობების შენარჩუნება გვეხმარება ფსიქიკური რესურსების დაზოგვაში – წინასწარ გვაქვს განსაზღვრული, რა უნდა გავაკეთოთ და  ვმოქმედებთ გეგმის მიხედვით, რაც დამატებითი სტრესისგან გვიცავს; 

რუტინის შენარჩუნება მიღწევის განცდას გვინარჩუნებას, რომელიც გამამხნევებლად მოქმედებს განსაკუთრებით ქაოტურ რეალობში;  

რუტინა გვეხმარება, რომ მომავლის განუსაზღვრელობის  მიუხედავად, შევინარჩუნოთ სტაბილურობის განცდა, განვსაზღვროთ, რა დარჩა ჩვენი კონტროლის ქვეშ და რას ვერ შევცვლით ამ ეტაპზე; 

რუტინით ვინარჩუნებთ პროდუქტიულობის განცდას და მეტად ფოკუსირებული ვართ “აქ და ამჟამად” მომენტზე, რაც შფოთვის შემცირებაშიც გვეხმარება; 

დღის გეგმის მიხედვით წარმართვა, ხელს გვიწყობს დღე-ღამის ციკლის შენარჩუნებაშიც. 

მაგალითად, თუ სტრესულ სიტუაციამდე დადიოდით ვარჯიშზე და ფიზიკურად აქტიური იყავით, მიმდინარე კრიზისის ფონზეც შეეცადეთ განაგრძოთ იგივე. 

Skip to content