*რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა ასთმა, ალერგია და ა.შ. რეკომენდებულია დადგე უკანა ხაზზე, რომ მარტივად შეძლო სიტუაციისგან დისტანცირება.
როდესაც წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენ აირს უშვებენ:
- მომენტალურად შეიკავე სუნთქვა 10 წამის განმავლობაში
წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენი აირის გაშვებისას მომენტალურად შეიკავე სუნთქვა 10 წამის განმავლობაში, რომ სასუნთქ გზებში არ მოხვდეს ქიმიური აირები მაღალი კონცენტრაციით.
- არ გაიქცე!
აუცილებელია უკან დახევა, თუმცა უმჯობესია, რომ არ გაიქცე, არამედ ნელა გაერიდო სიტუაციას. სირბილისას უფრო მაღალი კონცენტრაციით მოხვდება გაშვებული აირები ჩვენს სასუნთქ გზებში.
- იპოვე შემაღლებული ადგილი
მომენტალურად გაერიდე იმ სივრცეს, სადაც მაღალი კონცენტრაციით არის გაშვებული ქიმიური აირები. ეცადე, რაც შეიძლება შემაღლებულ ადგილას ახვიდე, რადგან უფრო დაბალი კონცენტრაციით არის კვამლი. რაც უფრო ახლოს ვართ მიწასთან, მით უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, შესაბამისად, ვეცადოთ, რომ არ დავწვეთ მიწაზე.
- ისე ამოირეცხე ცხვირი და პირის ღრუ, რომ არ გადაყლაპო ნივთიერება!
- თუ გიკეთია კონტაქტური ლინზები, მომენტალურად მოიშორე
ან თხოვე სხვას დახმარება, სუფთა ხელებით მოგაშოროს ლინზები და დაგეხმაროს თვალების ამორეცხვაში. იგივე ლინზები ხელმეორედ აღარ გამოიყენო.
- კრიტიკული სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანს!
გახსოვდეს, რომ არც წიწაკის სპრეი და არც ცრემლმდენი აირი არ გამოიწვევს სასიკვდილო დაზიანებას და კრიტიკული სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანს.
- ეცადე არ შეეხო სახეს, თვალებსა და პირს, არ მოისრისო თვალები, ამოიბანე ფიზიოლოგიური ხსნარით!
- შიშველი ხელი არ მოკიდო გაზის ყუმბარებს, რადგან ამან შეიძლება სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს!