Course Content
გადაუდებელი ფიზიკური უსაფრთხოება აქციებზე
0/1
აქციიდან აქციამდე – როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე
0/4
მოემზადე, დაგეგმე და იზრუნე – ყველაფერი შენი უსაფრთხოებისთვის აქციებსა და დემონსტრაციებზე
About Lesson

გიზიარებთ სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარება სხეულის დასვენებაში საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებზე ყოფნის დროს. 

გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ სავარჯიშოების შესრულებისას სხეული გაითავისუფლო დამატებითი სიმძიმისგან, მოიხსნა ზურგჩანთა ან ნივთები, რომლებიც ხელს გიშლის სავარჯიშოს შესრულებისას. 

კისრის წრიული მოძრაობა

დადექი და მოადუნე მხრები. 

ნელა, წრიული მოძრაობით კისერი ჯერ მარჯვნივ გაატრიალე, შემდეგ დაუშვი გულმკერდისკენ და ნელა გაატრიალე მარცხნივ. ბოლოს დააბრუნე კისერი პირვანდელ მდგომარეობაში.

გაიმეორე ეს მოძრაობა ნელა და მსუბუქად რამდენჯერმე, ეს დაგეხმარება კისრის კუნთების მოდუნებაში. 

მხრების წრიული მოძრაობა

ნელი მოძრაობით, მხრები ოდნავ ზემოთ აწიე და გაამოძრავე უკანა მიმართულებით რამდენჯერმე. 

შემდეგ აწიე მხრები ისევ ზემოთ და ამჯერად გაამოძრავე საპირისპირო მიმართულებით.

ეს სავარჯიშო დაგეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.

ხელების თავისუფალი მოძრაობა

ხელები ერთდროულად, თავისუფლად, ზედმეტი დაჭიმულობისა და დაძაბვის გარეშე, ამოძრავე მარჯნივ და მარცხნივ, მიყევი იმპულსს. 

ეს დაგეხმარება დაუკავშირდე სხეულს და იპოვო ბალანსი. 

ტერფების ვარჯიში

მონაცვლეობით დადექი ქუსლებზე, შემდეგ თითის წვერებზე და გაიმეორე ეს მოძრაობა რამდენჯერმე. ამით შეგიმსუბუქდება ტერფების დაჭიმულობა და იგრძნობ შვებას. 

ფეხის მონაცვლეობით დასვენება

ხანგრძლივად ფეხზე დგომის შედეგად დაღლილობას ორივე ფეხზე შეიძლება გრძნობდე. იმისთვის, რომ დაასვენო ფეხები, მონაცვლეობით დადექი ერთ ფეხზე. 

აწიე მარჯვენა ფეხი და მოეჭიდე მას, იდექი მარცხენა ფეხზე. რამდენიმე წამის შემდეგ დადექი მარცხენა ფეხზე, მოეჭიდე მას და იდექი მარჯვენა ფეხზე. 

დაჭიმულობა გადაინაცვლებს იმ ფეხზე, რომელზეც დგახარ და მოდუნდება ის ფეხი, რომელიც აწეული გაქვს, რაც დაგეხმარება იგრძნო შვება ხანგრძლივად ფეხზე დგომის შემდეგ. 

ადგილზე მოძრაობა 

მოძებნე კომფორტული ადგილი და ამოძრავე ხელები და ფეხები ერთდროულად, თითქოს “იფერთხავ” ზედმეტ დაძაბულობასა და სიმძიმეს, იხტუნე მსუბუქად, სხვადასხვა მიმართულებით იქნიე ხელები და ფეხები, აიყოლიე სხვებიც, რომ თავი უხერხულად არ იგრძნო. 

Skip to content