About Lesson
- ტელეფონზე დააყენე ძლიერი პაროლი
გამორთე სახის ამომცნობი ან თითის ანაბეჭდი, რომ შენ მაგივრად სხვამ არ გახსნას ტელეფონი. დაკავების შემთხვევაში შესაძლოა შენი ნების საწინააღმდეგოდ გაგახსნევინონ ტელეფონი.
- გააძლიერე ეკრანის უსაფრთხოება
გამორთე შეტყობინების წინასწარი გადახედვის ფუნქცია (Notification preview).
- Screen Lock-ზე დააყენე სანდო კონტაქტის ნომერი
საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლებ მასთან დაკავშირებას ან თუ დაკარგავ ტელეფონს, სხვა მარტივად შეძლებს ტელეფონის დაბრუნებას.
- გადმოწერე სიგნალის აპლიკაცია
დაირქვი არაიდენტიფიცირებადი სახელი, ჩაურთე მესიჯების ავტომატურად წაშლის ფუნქცია, მეგობრები დაამატე სახელის და არა ნომრის მიხედვით. გაუთიშე ნომრით დამატების ფუნქცია.
- არ გამოიყენო საჯარო WiFi
ყოველთვის ეცადე გქონდეს საკუთარი მობილური ინტენეტი.