- არ წახვიდე მარტო!
საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციაზე აუცილებლად წადი მეგობართან ერთად ან აქციაზევე შეუერთდი სამეგობროს/სანაცნობოს გარემოცვას.
- დათქვი შეხვედრის ადგილი
აუცილებლად გაუზიარე შენთვის სანდო ადამიანს ინფორმაცია იმის შესახებ, ერთმანეთს თუ დაკარგავთ, სად იქნება თქვენი შეხვედრის ადგილი.
- იყავი კავშირზე
იყავი კონტაქტზე შენთვის სანდო ადამიანთან, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით გაუზიარებ შენს ზუსტ ადგილსამყოფელს, ასევე, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად ხარ. მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია გავაზიაროთ დაცული, დაშიფრული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, მაგალითად როგორიც არის სიგნალი.
- იყავი ინფორმირებული
მიმდინარე მოვლენების შესახებ მნიშვნელოვანია იღებდე განახლებულ ინფორმაციას გარკვეული პერიოდულობით, რაც დაგეხმარება მოემზადო სიტუაციის შესაბამისად მოქმედებისთვის.
- განსაზღვრე გადაადგილების გეგმა
ძალოვანების განლაგების შესაბამისად განსაზღვრე შენი გეგმა, როგორ გახვალ უსაფრთხო ადგილას.
- ინფორმირებული იყავი შენი უფლებების შესახებ, როგორც დემონსტრაციაზე, ისე დაკავების დროს
- გახსოვდეს საჭირო ნომრები
გადაუდებელი სიტუაციებისთვის, მნიშვნელოვანია სანდო კონტაქტების ნომრების ზეპირად ცოდნა. ასევე, შესაძლებელია ამ ნომრების ხელზე დაწერა ისე, რომ არ წაიშალოს მარტივად. აუცილებლად გააფრთხილე ოჯახის წევრები და ახლობლები იმის შესახებ თუ ვინ არის შენი სანდო კონტაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში მას დაუკავშირდნენ.