About Lesson
აუცილებელია:
- წყალი პლასტმასის ბოთლში
დემონსტრაციების დროს, რომ გაუწყლოების რისკი შევამციროთ.
- ენერგიის მომყვანი წასახემსებლები
თხილი, ჩირი, ჩურჩხელა და ა.შ.
- დატენილი ტელეფონი
ასევე, დამატებითი ენერგიის წყარო, რომ ტელეფონი მუდმივად ჩართული გვქონდეს.
- გადაუდებელი პირველადი დახმარებისთვის საჭირო საშუალებები
ანტიჰისტამინური საშუალებები, ფიზიოლოგიური ხსნარი, ტკივილგამაყუჩებელი, სადეზინფექციო ხსნარი, პლასტირები ჭრილობების დასაცავად.
- ჰიგიენური საფენები
მენსტრუაციის შემთხვევაში არჩევანი შეაჩერე ჰიგიენურ საფენებზე და არა ტამპონებზე, დამატებითი რისკების თავიდან არიდების მიზნით.
- გამოსაცვლელი ტანსაცმელი
*უმჯობესია გვქონდეს ზურგჩანთა, რომელსაც აქციებზე ვატარებთ და მასში მხოლოდ აქციისთვის საჭირო ნივთები იქნება მოთავსებული, რომ არ დავიბნეთ და ზედმეტად არ დავიმძიმოთ თავი.