Course Content
გადაუდებელი ფიზიკური უსაფრთხოება აქციებზე
0/1
აქციიდან აქციამდე – როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე
0/4
მოემზადე, დაგეგმე და იზრუნე – ყველაფერი შენი უსაფრთხოებისთვის აქციებსა და დემონსტრაციებზე
About Lesson

აუცილებელია:

  • გვეცვას კომფორტული ტანსაცმელი

მუქი ფერის კომფორტული ტანსაცმელი ფენებად, რომელიც დაფარავს მთელ სხეულს, ასევე, დაგვეხმარება ვიყოთ ნაკლებად იდენტიფიცირებადები და დაგვიცავს ქიმიური საშუალებებით კანის გაღიზიანებისგან. 

  • გვეცვას კომფორტული ფეხსაცმელი

დაგვეხმარება გადაადგილებასა და მარტივად გაქცევაში. 

  • აირწინაღი ან ნიღაბი KN95
  • სათვალე

გამოვიყენოთ ცურვის ან სპეციალური დამცავი სათვალე. არ გამოვიყენოთ შუშის სათვალე მაშინ, როდესაც ვატყობთ, რომ არეულობა იწყება!

რეკომენდებულია:

  • ჩაფხუტი, რომ დაგვიცვას თავის დაზიანებისგან
  • წყალგაუმტარი ზურგჩანთა
  • თან გვქონდეს მყარი მატერიის ხელთათმანი

დამატებით საფრთხეს გვიქმნის და არ არის რეკომენდებული:

  • მაკიაჟი

ნებისმიერი კრემი, რომელიც შეიძლება ქიმიურ რეაქციაში შევიდეს ცრემლმდენ აირსა და წიწაკის სპრეისთან, საფრთხის შემცველია.

  • კონტაქტური ლინზები
  • საყურე, ყელსაბამი ან ნებისმიერი მარტივად მოსაჭიდებელი სამკაული

* მმართველი არალეგიტიმური ძალის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე აკრძალულია სახის დაფარვა.

Skip to content