სტრესით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებების მართვის ერთ-ერთი გასაღები დაბალანსებული და ჯანსაღი კვებაა.
კორტიზოლი ჩვენს ორგანიზმს ეხმარება სტრესზე რეაქციის რეგულირებაში.
საკმარისი რაოდენობით მისი გამოყოფა სისხლში შაქრის შემცველობის დონის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.
დაბალანსებული კვება, ხელს უწყობს სეროტონინის დონის ზრდას, რომლის 95% კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამომუშავდება, იქიდან კი თავის ტვინში ადის. ეს ნივთიერებაა, რომელიც გვეხმარება განწყობის ამაღლებასა და სტრესის შემცირებაში.
საკმარისი რაოდენობით სეროტონინი ნიშნავს უკეთეს კონცენტრაციასა და უფრო პროდუქტიულ დღეს.
პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება კორტიზოლისა და სეროტონინის დონის ბალანსის შენარჩუნებაში:
🍫 შავი შოკოლადი
🌾 მთელი მარცვლეული (შვრია, წიწიბურა)
🌽 პარკოსნები
🍏 ხილი და ბოსტნეული
☕️ მწვანე ჩაი
🥛 რძის პროდუქტები
🧊 წყალი
პროდუქტები, რომლებიც ზრდის ორგანიზმში კორტიზოლის დონეს:
🍔 გადამუშავებული საკვები
🍰 მაღალი შაქრის შემცველი საკვები
☕️ ჭარბი რაოდენობით კოფეინი
🍷 ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი