Course Content
გადაუდებელი ფიზიკური უსაფრთხოება აქციებზე
0/1
აქციიდან აქციამდე – როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე
0/4
მოემზადე, დაგეგმე და იზრუნე – ყველაფერი შენი უსაფრთხოებისთვის აქციებსა და დემონსტრაციებზე
About Lesson

დერეალიზაციის განცდა არის სუბიექტური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს, რომ გარემო მისთვის ბუნდოვანი, არარეალური ან უცნაურად ცვალებადია. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი კარგავს რეალობის აღქმის უნარს, არამედ გარემო მას „უცხო“ ან „უცნაური“ ეჩვენება.

ასეთი შეგრძნება ხშირად გვაბნევს ან გვაშინებს, თუმცა არსებობს ტექნიკები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად დაგვიბრუნებს ცნობიერების სიცხადის შეგრძნებას.

აქაც საკმაოდ დამხმარე იქნება საყრდენის ტექნიკა – 

შეიგრძენი ფეხის ტერფების შეხება ზედაპირთან, რომელზეც დგახარ, ეცადე სიმძიმე გადაიტანო ქვედა კიდურებში, მუხლები ოდნავ მოხარე ისე, რომ თავისუფლად შეძლო გაჩერება. 

დააკვირდი, რას გრძნობ სხეულში, განსაკუთრებით კონცენტრირდი ფეხის ტერფებზე და ნელ-ნელა აამოძრავე თითები. ეს დაგეხმარება სიმყარისა და აქ და ახლა ყოფნის განცდის დაბრუნებაში. 

დერეალიზაციის დროს:

1.დაასახელე თარიღი, ადგილი სადაც ხარ, შენი ახლობლების სახელები და გვარები, დაბადების თარიღები და ა.შ. თუ გაგიჭირდა, დაიხმარე სანდო ადამიანი, რომ შეგახსენოს.

2. გახსოვდეს, რომ აუცილებლად გაივლის და სულ რამდენიმე წამს, მაქსიმუმ, რამდენიმე წუთს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა.

  • ყურადღება გაამახვილე სენსორულ არხებზე – რას ხედავ გარშემო, ეცადე აღწერო დეტალურად ნებისმიერი რამ, რასაც ამოირჩევ (თუნდაც, მეგობრის ქურთუკი ან რომელიმე შენობა).

3. ეცადე  თან იქონიო რაიმე მძაფრ გემოიანი საკვები, თუნდაც მწარე საღეჭი რეზინა ან ლიმონიანი წყალი, რომელსაც დააგემოვნებ.

4. შეეხე რაიმე სპეციფიკურ ტექსტურიანს, მაგალითად, ელვაშესაკრავს ან ე.წ. “ფხრიწს”. 

5. დაისველე ხელები ცივი წყლით და დაიდე ხელის გულები სახეზე, ან თხოვე სანდო ადამიანს, ჩაგკიდოს ხელი და დააკვირდი ტემპერატურის ცვლას ხელებს შორის. 

6. თავი აარიდე ალკოჰოლის მიღებას, ის აქვეითებს კონტროლის განცდას და შეიძლება დოსოციაციის პროვოცირება მოახდინოს. 

 

*გახსოვდეს – ეს ტექნიკები ეფექტური იქნება თუ მათ გამოიყენებ არა “ქარიშხალში”, არამედ ივარჯიშებ “მშვიდი ამინდის” დროს. 

ივარჯიშე ამ ტექნიკებით სახლში, რომ ისინი წარმატებით გამოიყენო აქციის მსვლელობისას.

Skip to content