Სტრესზე რეაქციები

ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შედგება სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემებისგან, რომლებიც საფრთხის შემცველ სიტუაციებში გვეხმარებიან ზიანისგან თავის დაცვაში. 

 

შებრძოლება-გაქცევა

ამ დროს გააქტიურებულია სიმპათიკური ნერვული სისტემა.

  • ყურებში ხმაურია;
  • შეცვლილია ხმის გამოცემის, მეტყველების ფუნქცია;
  • სხეული ემზადება მოსალოდნელი საფრთხისთვის და სისხლი იწყებს შედედებას;
  • კანი ოფლიანდება ან გვაქვს სიცივის შეგრძნება.

 

გაშეშება

ამ დროს გააქტიურებულია პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რა დროსაც:

  • კუნთები დაჭიმული და ენერგიით სავსეა, თუმცა შეუძლებელია მისი გამოშვება;
  • გულის ცემა გახშირებულია;
  • თვალები გადიდებულია;
  • ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს ტკივილის გასაყუჩებლად;
  • ამ დროს შეიძლება გვქონდეს შეგრძნება, რომ საკუთარ თავს გარედან ვუყურებთ, ფეხებში შესაძლოა გვქონდეს სიმსუბუქის შეგრძნება ან განცდა, რომ ვერ ვმოძრაობთ.

 

Სოციალური ჩართულობის სისტემა

ამ დროს გააქტიურებულია პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რა დროსაც:

  • თავს უსაფრთხოდ ვგრძობთ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად;
  • შეგვიძლია დავისვენოთ, მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთ მეგობრებთან ურთიერთობით.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *