Როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს ბედნიერების ნივთიერებების გამომუშავებაში?

დოფამინი

დოფამინი ის ნივთიერებაა, რომელიც სიამოვნების მიღების მოლოდინთან არის დაკავშირებული, გავლენას ახდენს ჩვენს მოტივაციასა და იმაზე თუ რამდენად ძლიერად გვსურს მივაღწიოთ დასახულ მიზანს. 

არსებობს სიგნალი, რომ კონკრეტული საქმიანობის შესრულების შემდეგ მივიღებთ შესაბამის ჯილდოს, რაღაცას რაც ჩვენთვის სასიამოვნოა, ეს კი თავის ტვინს მოუწოდებს დოფამინის გამომუშავებისკენ. 

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა, შესასრულებელი დავალება, რომლის დასრულების შემდეგაც მოლიდინი გვაქვს, რომ ჩვენს ძალისხმევას დააფასებენ. 

ეს ინფორმაცია დაგვეხმარება მოტივაციის ამაღლებასა და შენარჩუნებაში, რომ თავიდან ავიცილოთ იმედგაცრუება და “დაბალი მოტივაცია”. 

დოფამინის გამომუშავებაში შეიძლება დაგვეხმაროს:

  • ფიზიკური აქტივობა;
  • სასიამოვნო მუსიკის მოსმენა;
  • საკუთარ თავზე ზრუნვა;
  • მცირე წარმატების აღნიშვნა;
  • დავალების დასრულება.

 

ენდორფინი

ენდორფინი სიყვარულისა და კმაყოფილების ნივთიერება, ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც გამომუშავდება როგორც ტკივილისა და სტრესის დროს, ისე სასიამოვნო საქმიანობის შესრულებისას, როგორიცაა:

  • ვარჯიში;
  • კომპლიმენტის გაცემა;
  • სექსი;
  • სიცილი;
  • საყვარელი სურნელები;
  • შავი შოკოლადი.

მიუხედავად იმისა, რომ ენდორფინიც და დოფამინიც თავის ტვინის ერთსა და იმავე, დაჯილდოების სისტემაში გამომუშავდება, დოფამინისგან განსხვავებით, ენდორფინი უფრო სწრაფად, კონკრეტული აქტივობის შესრულებისთანავე გამოიყოფა. 

ის ჩვენს სხეულს ეხმარება ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაში, განწყობისა და თვითშეფასების ამაღლებაში.

 

ოქსიტოცინი

ოქსიტოცინი სიყვარულის ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ჰიპოთალამუსში.

როდესაც შეყვარებულები ვართ ან ახლახანს გავხდით მშობლები, ჩვენი თავის ტვინი გამოყოფს დოფამინს, იზრდება სეროტონინის დონე ორგანიზმში და გამომუშავდება ოქსიტოცინი. 

ოქსიტოცინის გამომუშავებას, ასევე, ხელს უწყობს დე ვიტამინი და მელატონინი, რომელიც უმეტესწილად ძილის ნივთიერებადაა ცნობილი.

ოქსიტოცინი გვეხმარება ვადაპტირდეთ განსხვავებულ ემოციურ და სოციალურ სიტუაციებში, ასევე, ხელს უწყობს კომუნიკაციას. 

ოქსიტოცინის გამომუშავებაში შეიძლება დაგვეხმაროს:

  • კომპლიმენტის გაცემა;
  • ჩახუტება;
  • შინაურ ცხოველთან თამაში;
  • სხვების დახმარება;
  • ხელზე შეხება.

 

Სეროტონინი

სეროტინინი ნივთიერებაა, რომლის 95% კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამომუშავდება, იქიდან კი თავის ტვინში ადის და გვეხმარება:

  • ვიყოთ ბედნიერები;
  • ვიყოთ მშვიდად;
  • ვიყოთ უფრო ფოკუსირებული;
  • ნაკლებად ვშოფთავდეთ.

 

ის კარგ ხასიათზე ყოფნისთვის საჭირო ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაში შესაძლოა დაგვეხმაროს:

  • მასაჟი;
  • სირბილი;
  • დღის განმავლობაში 20 წუთის განმავლობაში 20 წუთი მზეზე ყოფნა;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

მაგრამ სეროტონინზე საუბრისას არ დაგვავიწყდეს მისი ყველაზე ძლიერი კომპონენტი – პატივისცემა.

Ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმიანობა და სოციალური კავშირები, სადაც გვიყვარს და ვუყვარვართ.

Სეროტონინი სწორედ პატივისცემის მოლეკულაა. 

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *