Რა არის სტრესი?

გრძნობ, რომ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ ან ბევრ მოთხოვნას გიყენებენ ირგვლივმყოფი ადამიანები? ვეღარ იძინებ, რადგან ნერვიულობ სკოლის დავალებების, უნივერსიტეტის გამოცდების ან სამსახურის საქმეების გამო? გადარბენაზე სადილობ, რადგან შენი გრაფიკი ძალიან გადატვირთულია? 

მარტო არ ხარ.

2021 წლის სტრესის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ზოგადი მოსახლეობის 33% აღნიშნავს, რომ განიცდის ძლიერ სტრესს. 77% აღნიშნავს, რომ სტრესი გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, 73% კი ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის, რომელიც სტრესით არის განპირობებული. 

სტრესი თითოეულ ჩვენგანს გვეხება და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩვენი მეგზურია. 

სტრესი ჩვენი თავის ტვინისა და სხეულის პასუხია, როდესაც წარმოსახული ან რეალური საფრთხე ექმნება იმას, რაზეც ვზრუნავთ და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 

ზომიერი სტრესი ხელს გვიწყობს მობილიზებასა და ძალების მოკრებაში. 

როდესაც სტრესის დონე ძალიან მაღალია, შეიძლება: 

  • გაგვიოფლიანდეს ხელები;
  • აგვიკანკალდეს მუხლები;
  • გვიჭირდეს კონცენტრაცია, გვქონდეს ძილთან დაკავშირებული სირთულეები. 

ეს ნორმალურია. 

 

Სტრესის წყაროები

სტრესის ძირითად წყაროს სტრესორი წარმოადგენს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოვლენებით გამოწვეული. 

გარეგანი სტრესორებია:

  • მოულოდნელი სიახლე;
  • ცხოვრებისეული დიდი ცვლილებები;
  • პრობლემები ურთიერთობაში;
  • დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

შინაგანი სტრესორებია:

  • ცვლილებების შიში
  • მაღალი მოლოდინები
  • კონტროლის განცდის არ ქონა
  • წუხილი
  • გაურკვევლობა

თითოეული ჩვენგანისთვის სტრესორი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ სტრესორი ხდება სტრესის გამომწვევი მთავარი მიზეზი. 

შეგიხედავს სტრესისთვის, როგორც ახალი შესაძლებლობისთვის?

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *