გიფიქრიათ, რომ “მოგწონთ და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს” თქვენზე ადამიანი, რომელსაც ახლახანს შეხვდით ან პირიქით, ფიქრობთ, რომ ცუდად გექცევათ და სულაც არ მოგწონთ მის სიახლოვეს ყოფნა?
ხშირად ეს აზრები ჩვენგან დამოუკიდებლად, მისი გაცნობიერების გარეშე ჩნდება.
ჩვენი სხეული მუდმივად აწვდის ინფორმაციას ჩვენს ნერვულ სისტემას იმასთან დაკავშირებით, თუ:
- როგორ ვგრძნობთ თავს;
- რამდენად უსაფრთხო და სანდოა ის გარემო და ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან.
ჩვენი ნერვული სისტემა ჩვენგან დამოუკიდებლად ამოწმებს გარემოს და ყურადღებას აქცევს იმ გზავნილებს ვაგუსის ნერვის დახმარებით, რომლებსაც სხვებისგან ვიღებთ:
- Ხმის ტემბრით;
- Სახის გამომეტყველებით;
- Სხვა სოციალური მიმანიშნებლებით.
როდესაც ჩვენი ნერვული სისტემა გრძნობს, რომ გარემო უსაფრთხოა, ავტომატურად გვეხმარება უსაფრთხო სოციალური კავშირების დამყარებაში.
სიგნალს კი იმის შესახებ, რომ გარემო საფრთხის შემცველია, გადავყავართ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობაში, რა დროსაც შეიძლება ჩაირთოს შებრძოლებისა ან გაქცევის რეაქციები.