გახსენდებათ მომენტი, როდესაც განცდა გქონდათ, რომ “მუცელში პეპლები დაფრინავენ?”
ხშირად ვიყენებთ მას შფოთვის, ნერვიულობისა ან სიხარულის მდგომარეობის აღსაწერად, მაგრამ იცოდით, რომ პეპლები ჩვენს “მუცელში” უკავშირდება ჩვენი თავის ტვინისა და სხეულის მჭიდრო კომუნიკაციას, სადაც ვაგუსის ნერვს მესენჯერის ფუნქცია აქვს?
სწორედ ვაგუსის ნერვი გვეხმარება ვიგრძნოთ თავი საკუთარ სხეულში ისე, როგორც სახლში.
მისი დახმარებით შევამჩნიოთ და გავიგოთ შინაგანი სხეულებრივი შეგრძნებები, მაგალითად:
- როდესაც ჩვენი გულისცემა მომატებულია და გვჭირდება ღრმად ჩასუნთქვა;
- როდესაც გვშია, გვწყირა, გვცხელა ან გვცივა;
- როდესაც დაღლილები ვართ.
ვაგუსის ნერვის ბოჭკოების 80% სენსორულია, რომლის დახმარებითაც თავის ტვინი იღებს ინფორმაციას სხეულებრივი შეგრძნებების შესახებ.
მისი 20% კი მოტორულია. ინფორმაცია თავის ტვინიდან ისევ სხეულს უბრუნდება და აწვდის სიგნალს თუ როგორ იმოქმედოს.
კავშირი სხეულსა და თავის ტვინს შორის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ:
- მეხსიერებისთვის;
- გადაწყვეტილების მიღებისთვის;
- ემოციური რეგულირებისთვის;
- სოციალური ურთიერთობებისთვის;
- სხეულის ფლობისთვის;
- საკუთარი მთლიანობის განცდისთვის.
ჩვენი აზრები, ემოციები, რწმენები და ქცევები, როდესაც ვშფოთავთ ან ვღელავთ, შედეგია იმისა თუ რა ხდება ჩვენს სხეულში.
საკუთარი სხეულებრივი შეგრძნებების შემჩნევა და გაცნობიერება ემოციური მდგომარეობის მართვის წინაპირობაა.