Სანამ ციფრულ სივრცეში საფრთხეზე რეაგირების გზებს გაგიზიარებთ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უსაფრთხოდ ყოფნა ყველგან გვჭირდება.
უსაფრთხოება ჩვენი უფლებაა.
ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა ისეთივე მტკივნეული, რეალური და ემოციურად წამლეკავია, როგორც ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ძალადობა.
ციფრული კომუნიკაციისას, არავერბალური გზავნილების/სიგნალების ამოცნობა, როგორიცაა ხმის ტონი, თვალით კონტაქტი, მიმიკა და სხვა, რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა. თავდასხმა, ბულინგი, შევიწროება და ღირსებისშემლახავი კომენტარების გაკეთება კი კიდევ უფრო მარტივია.
ის, თუ რამდენად დაცულად ვგრძნობთ თავს ციფრულ სივრცეში, გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. Საფრთხის შემცველმა ციფრულმა გარემომ შეიძლება გააჩინოს ან გაამწვავოს უკვე არსებული უსიამოვნო სიმპტომები.
აისი გთავაზობთ ინფორმაციისა და რეკომენდაციების ციკლს, რომელიც დაგეხმარებათ ონლაინ სივრცეში აქტიურობის პარალელურად იზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ერთხელ მაინც გვიფიქრია, რომ სოციალურ ქსელში უსამართლოდ გვიტევდნენ
გვიგრძვნია, რომ ღირსებას გვილახავდნენ
შეგვინიშნავს, რომ ცდილობდენ დაერღვიათ ჩვენი პირადი საზღვრები
აღმოგვიჩენია, რომ ციფრული მოწყობილობის მიღმა, როგორც პიროვნებას ვერ აღგვიქვამდნენ
გვინატრია, რომ მხარი დაეჭირათ და დავეცავით, თუმცა მარტო აღმოვჩენილვართ
Მოუთხოვიათ, ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს, გაგვეზიარებინა ჩვენი პირადი მონაცემები და პაროლები
ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა ისეთივე მტკივნეული, რეალური და ემოციურად წამლეკავია, როგორც ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ძალადობა.
ვინ შეიძლება გახდეს ციფრული თავდასხმის სამიზნე?
ციფრულ სივრცეში ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაესხან თავს, თუმცა ის, ვინც, საჯაროდ აფიქსირებს აზრს, თამამად საუბრობს თავის სოციო-პოლიტიკურ შეხედულებებზე და აქტიურად ერთვება დისკუსიებში, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არის.
ციფრულ სივრცეში თავდასხმებს ისეთივე გავლენა აქვს ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, როგორც სხვა ფორმით განხორციელებულ ძალადობას და ხშირად მისი გავლენა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ციფრული თავდასხმის სამიზნე თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს, თუმცა უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან:
- ქალები და გოგონები
- აქტივისტები და უფლებადამცველები
- ჟურნალისტები
- Პოლიტიკოსები
- ცნობილი ადამიანები
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები
- ლგბტქ+ თემის წევრები
- Სპეციალური საჭიროების მქონე პირები
- ბავშვები და მოზარდები
გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ვართ დღეს და რას ვსაქმიანობთ, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ციფრულ სივრცეში თავდასხმის სამიზნე ან შემსწრე.
ის, რომ აქამდე ასეთი გამოცდილება არ გვქონია, არ გვხსნის პასუხისმგებლობას, ვიყოთ პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ სხვებს.
საკუთარი უფლებების ცოდნა და ციფრული მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გვეხმარება უსაფრთხო სივრცის შექმნასა და შენარჩუნებაში.